22 მარტი, 2016
ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია ფეისბუქმეგობრებს მიმართავენ - ''ათი რაღაც პორნოკადრებს მიდებდა, ეს თუ ნახეო'' ...
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქმეგობრებს მიმართავს:

''სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, ჩემი მეგობრები რომ გქვიათ, თუნდაც ფბ სივრცეში და რამდენი ტვინგამოლაყებული რაიმე ჭორს, საზიზღრობას და სიგიჟეს რომ დაწერს ან იტყვის ჩემზე და ერთ წამში რომ მიკოპირებთ და ინბოქსში მიყრით.

ეს კარგი ტონია და კარგი მეგობრობა გგონიათ? ნერვები მაქვს ძალიან მყარი, რეაქცია ბოროტებსა და ავადმყოფებზე დიდი ხანია მაქვს ნული, იმუნიტეტი მუქარასა და ჭორებზე მაქვს ძალიან მყარი, მაგრამ მაკვირვებს ზოგიერთი ჩემი ''ფრენდის'' ასეთი მონდომება, დილიდან საღამომდე მხოლოდ ცუდი ამბები მიყარონ
ინბოქსში... მე მაგრად მკიდია ფეხებზე, ვინ რას ამბობს და წერს ჩემზე, მაგრამ თქვენ რა გრჯით, დილაადრიან რომ ჩემზე ჭორ-მართალ ამბებს აგროვებთ და მერე მე მამცნობთ?

მეტი საქმე არ გაქვთ, ჩემით რომ არ იყოთ მარტო დაკავებულები? საკუთარი საქმით და ცხოვრებით დაკავდით, მეგობრებო და მერე მართლა აღარ დაგაინტერესებთ სხვისი ცხოვრება.
ესაა ჩემი უფასო რჩევა თქვენთვის.''

ინგას სტატუსს ეკა ხოფერია გამოეხმაურა:

''თუ გიყვარს და გულშემატკივრობ ადამიანს, თუ რაიმე ჭკვიანურის და კარგის გაკეთება ან დაწერა ან პასუხის გაცემა არ შეგიძლია, დადუმდი მაინც.

ჩემი ოჯახის წევრებმა იციან, რომ არასდროს არსად არ ვკითხულობ ჩემზე რაღაც ბოდვა- ისულელეებს, არ ვეპასუხები. (თუ, ცხადია რამე საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის), ერთი რომ 1 წუთი ჩემი დროის მენანება და მეორეც, უარყოფითი ემოციები სისულელეების გამო არ მჭირდება. ჰოდა, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები, ვინც ინბოქსში ჩაყრით საკუთარ და შენს დროს ასე უაზროდ ხარჯავენ წაიკითხავენ და სხვაგვარად იქნებიან შენი გულშემატკივრები''.

ინგა:

''ჩემო საყვარელო, ზუსტად ეგრე ვარ მე... ჩემმა ნამდვილმა მეგობრებმა იციან, რომ არ მიყვარს მსგავსი სისულელეების ნახვა და წაკითხვა, მაგრამ ამ დღეებში ბევრმა ადამიანმა გამაკვირვა. აი, რა გულმოდგინედ მამცნობენ ყველა მარაზმს ჩემზე, უნდა იცოდე....

12 კაცის მონაწერი მქონდა დილიდან ინბოქსში და აქედან ათი რაღაც პორნოკადრებს მიდებდა, ეს თუ ნახეო და გამოვშტერდი''...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მასწავლე*
ცნობადი სახე მაშინ ,,კვდება,,როდესაც აღარაა არავისთვის საინტერესო,ასე,რომ დიდხანს ,,სიცოცხლეს,,გისურვებთ ცნობადებო))*
00:33 / 25-03-2016
გამოხმაურება / 0 /
,
ომი მიმდინარეობს და უნდა გაუძლოტ
00:05 / 24-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS