21 მარტი, 2016
სტანისლავ ბონდარენკოს ქართულ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ვიხილავთ
რამდენიმე დღის წინ მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ჩამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თაყვანისმცემლები  მის ყველა ნაბიჯს ადევნებდნენ თვალს.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტანისლავ ბონდარენკოს ქართველი მაყურებელი უახლოეს მომავალში კვლავ თბილისში იხილავს. ამჯერად ამის მიზეზი მსახიობის ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობაა. მისი პროექტში მონაწილეობის იდეა პროდიუსერ ნატო დუმბაძეს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, სტანისლავ ბონდარენკო კარგად ცეკვავს. მას რუსეთშიც რამდნჯერმე შესთავაზეს ანალოგ პროექტში მონაწილეობა, თუმცა გადაღებების გამო ვერ მოახერხა.

''იმედის'' ეთერში პროექტის ხელმძღვანელმა გოჩა ჩერტკოევმა აღნიშნა, რომ ''ცეკვავენ მარსკვლავების'' მეექვსე
სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება და ჟიურიშიც და მოცეკვავეებს შორისაც ვიხილავთ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს. ჯერჯერობით უცნობია, ვისთან ერთად იცეკვბს ბონდარენკო პროექტში. 

როგორც ჩანს, მართლაც საინტერესო და დაძაბული პროექტი გველოდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS