"მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგონებს აგზავნიდნენ, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ, სინამდვილეში ინფორმაციებს აგროვებდნენ ჩვენზე. არ მიფიქრია, რომ ვინმეს ჩემი ინტიმური ცხოვრების გადაღება უნდოდა. ვფიქრობდი იმას, რომ გოგონა მომიგზავნეს იმისთვის, რომ პარტიის ამბები
...მივედი მისამართზე. მეგობართან ერთად იყო. წასვლა რომ დავაპირე, იყავიო, მთხოვა. ფანჯარაში გადავიხედე. ორი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი იდგა სადარბაზოსთან დაბურული მინებით. ჩემი მეგობარი მელოდება დაბლა, გავუშვებ, თან "კოკა-კოლას" მოვიტან და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. გვაქვს ყველაფერი, გვაქვსო, მეუბნებოდა. ლიფტამდე გამომყვა, მოდი-მოდის ძახილით. ლიფტში მეორე სართულზე გამოვედი და უკანა სადარბაზოდან გავედი. ეს მანქანებიც დაიძრნენ. ორივეს ერთნაირი სერია ჰქონდა. ამ გოგომ რომ დამირეკა, მაღაზიაში ვარ-თქო ვუთხარი. ეს მანქანებიც მაღაზიასთან მოვიდნენ. მოკლედ, შევძელი იქიდან გამოქცევა. მოვედი ოფისში და მოვყევი ეს ამბავი ბიჭებთან. ერთ-ერთმა გამიყვანა (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, საჩხერელია ის ბიჭი) და ასეთი რამ მითხრა, მაგ მისამართზე მეც ვიყავი, მაგ გოგოსთანო. იხილეთ სრულად