ვურცბახმა სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტული 20 დეკემბერს ლას-ვეგასში, საკმაოდ სკანდალურად მოიპოვა
მსოფლიო შოუბიზნესს კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი შეემატა. როგორც
E! News წერს "მის სამყარო 2015"-ის გამარჯვებული პია ალონსო ვურცბახი და პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად დასახელებული მიხაილ ვარშავსკი ერთმანეთს ხვდებიან.
იხილეთ ვიდეო წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები ერთი თვის წინ გაჩნდა პრესაში, როცა პაპარაცებმა მია და მიხაილი ნიუ-იორკის რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს. პირველად ექიმი გამოუტყდა მედიას, რომ ულამაზეს ფილიპინელს ხვდება, მოგვიანებით კი პიამ ურთიერთობის სტატუსი შეცვალა ფეისბუქზე.
ვურცბახმა სამყაროს
ულამაზესი ქალის ტიტული 20 დეკემბერს ლას-ვეგასში, საკმაოდ სკანდალურად მოიპოვა. ალბათ ყველას გახსოვთ ინციდენტი, როცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი თავდაპირველად 21 წლის კოლუმბიელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი და რამდენიმე წუთში ტიტული მის ჭეშმარიტ მფლობელს ფილიპინელ პიას გადასცეს.
იხილეთ სრულად