18 მარტი, 2016
"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე
თუ კაცი ქალს ენდობა, ეჭვიანობა მეორე პლანზე გადადის
ქალის და კაცის თანასწორ უფლებებზე ბოლო დროს სულ უფრო ბევრს საუბრობენ. არსებობენ ქალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გათხოვება ქმრის მონობაა, თუმცა ბევრს საპირისპირო მოსაზრება აქვს, რომ კაცის მონობა ქალის ბრალია. რას ფიქრობენ ამაზე ცნობილი მანდილოსნები, ამაზე თავად ისაუბრებენ.

მომღერალი ნინი ქარსელაძე იმ ქართველ ქალებს არ ეკუთვნის, ვინც გენდერული თანასწორობის მომხრეა.

- გენდერული თანასწორობის მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, ოჯახში წამყვანი მაინც მამაკაცია. სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე
ოჯახის ყველა სირთულე. წყვილი ურთიერთშეთანხმებულად უნდა ცხოვრობდეს, რასაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტი განაპირობებს, სწორედ ეს შეთანხმება და კომპონენტები ქმნის ოჯახს იდეალურს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?
- ჩემთვის სირცხვილია ამ თემაზე საუბარი. ორი ძმა მყავს, რომლებსაც საჭმელსაც ვუკეთებ და ტანსაცმელსაც ვურეცხავ, მაგრამ ეს მონობა არ არის. ამას სიყვარულით ვაკეთებ. ეგ ქალბატონები ცდებიან, ან არ ჰქონიათ ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ვინც ამ ფრაზას დაავიწყებს. ეს იმ ქალების წარმოდგენაა, ვისაც აზიატ კაცებთან აქვს ურთიერთობა. არც ჩემი ოჯახის მამაკაცები, არც ჩემი ყოფილი შეყვარებული და მეგობრები არ არიან აზიატი ბუნების ადამიანები. აზიატ ხასიათს და ეჭვიანობას ნდობა განაპირობებს, თუ კაცი ქალს ენდობა, ეჭვიანობა მეორე პლანზე გადადის.

- როცა კაცი ეჭვიანობს, ყოველთვის იძლევა ქალი ამის საბაბს?
- ყოველთვის არ იძლევა ქალი ამის საბაბს. რაღაც მცირე მიზეზი არსებობს, როცა კაცი ეჭვიანობას იწყებს.

მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია ოჯახში თანასწორობის მომხრეა:

- ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ქალის და კაცის ფუნქციები. როცა წყვილი სწორად აზროვნებს და განვითარებული ადამიანები არიან, არცერთს არ მოუწევს იმაზე საუბარი, ვინ იქნება ოჯახში წამყვანი. თუმცა ქალს თავის საქმე აქვს, კაცს - თავისი. ცოტა უცნაური იქნება, ქალმა კაცს იატაკის მოწმენდა მოსთხოვოს, თუმცა რაღაც თუ დაისხმება კაცმაც შეიძლება მოწმინდოს და არც ეს იქნება სირცხვილი. წყვილს ურთიერთპატივისცემა უნდა ჰქონდეს.

- ქართველი კაცები თავიანთი ბუნების გამო ბევრ რაღაცას უკრძალავენ ცოლებს...
- ჩემს ოჯახში ასეთი რამ არ ხდება. ქართველი კაცი თვლის, რომ ქალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რაც მე არ მომწონს. ეჭვიანი ადამიანი არ შემიყვარდება, მით უმეტეს, ჩემი ქმარიც ვერ გახდება. ქართველ კაცებს ლამაზი ცოლები უნდათ და როცა სადმე მიდიან ამ ლამაზ ცოლთან ერთად, ქალი თუ სექსუალურად გამოიყურება, იბოღმებიან. მე რომ კაცი ვიყო, ვიამაყებდი ლამაზი ცოლით და მოკლეს ჩავაცმევდი.

სკანდალური მოდელი ნინი ონიანი თვლის, რომ ვინ იქნება ოჯახში წამყვანი ძალა, ეს წყვილმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

- ეს პირადი ამბავია, წყვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წამყვანი ოჯახში. ზოგადად ვთვლი, რომ რაღაც მომენტში ორივე წამყვანი უნდა იყოს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?
- არა, რა სისულელეა. გათხოვება ქმრის მონობას არ ნიშნავს. იმ ქალებს, ვინც ასეთი მესიჯებით გამოვიდა ქუჩაში, ვფიქრობ სხვა რაღაცის თქმა უნდოდათ. გათხოვება თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს. ქმარი თუ თავისუფლებას გიზღუდავს, არც უნდა გათხოვდე. როცა ქმარი, შეყვარებული და ბოიფრენდი
გყავს, უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე მაშინ როცა მარტო ხარ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS