31 აგვისტო, 2013
ბათუმელი დიზაინერი უკანალის დანახებით იმუქრება...
როგორც მაშინ ინტერვიუში მოგვიყვა, რამდენიმე თვის წინ ფოტო ობიექტივის წინ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სრულიად გაშიშვლდა და ისე იპოზიორა დიზაინერი ირაკლი აგირბა, ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე კვირის წინ ჟურნალმა „რეიტინგმა“ მის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

ზღვიპირა ქალაქისთვის ეპატაჟური პერსონა, მაშინ ამბობდა, ხალხის გაოცებას, არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით, არამედ სკანდალური იმიჯითაც ახერხებდა. ვინც ირაკლი აგირბას „ფეისბუქის“ გვერდს დაათვალიერებთ ამაში ადვილად დარწმუნდებით.

როგორც მაშინ ინტერვიუში მოგვიყვა, რამდენიმე თვის წინ ფოტო ობიექტივის წინ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სრულიად გაშიშვლდა და
ისე იპოზიორა.

გადაღებებიდან რამდენიმე ექსკლუზიური ფოტოც მოგვაწოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მისმა ახალმა ფოტომ საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ერთ ფოტოზე, დიზაინერი, ლიანდაგზე საცურაო კოსტიუმში ჩაცმულ ორ გოგონასთან ერთად პოზირებს. მეორე ფოტოზე კი სრულიად შიშველია.
Rating
გამოქვეყნებულ ფოტოებს მისი მეგობრების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. „კიდევ ეს უნდა ხალხს? აგორდება ახალი ტალღა“ - წერენ ირაკლის.

„უსაქმურები ხომ უნდა დავასაქმოთ“ - იმართლებს თავს აგირბა. თუმცა რას გულისხმობს დასაქმებაში ჯერ არ დაუკონკრეტებია.

ფაქტია, რომ მისი გამბედაობა ბევრს დედაქალაქშიც კი შეშურდება. მაშინ როდესაც მოდელი გოგონებიც კი ვერ ბედავენ ამდენს.

„იკუშ, ტაკო დაგვანახე რა“ - წერს აგირბას ერთ-ერთი მეგობარი. „აუცილებლად“ - უპასუხა დიზაინერმა და როგორც ჩანს, საზოგადოება მორიგი სკანდალისთვის შეამზადა.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ხატია
უნიჭიერესი ადამინაია თავის სფეროში. მე ძალიან მომწონს მისი შემოქმედება და ვფიქრობ: გაიხდის თუ ჩაიცვამს მისი გადასაწყვეტია. თავად გეკითხებათ რამეს? მოცლილი საზოგადოებაა მის გარშემო... კარგად ხვდება ირაკლი და სწორედაც რომ გასართობი თემა მოგცათ :)))
00:46 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
არ შეჭამა ამან ტვინი?
22:07 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა!
კეთროვნებს არა გვანან?!ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ!
11:07 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იოოო
ბათუმის ერთმაა მომგერალმაააა პორნო კლიპიც გადაიგო :)) დიდი განსაცვიპრებელიი ამბავი არ არიიის ირაკლი აგირბას შიშველი ფოტოები,, )))ბევრს უფრო მეტიი საინტერესო დაა +18 ნამუშევრები აქვთ.
11:10 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეს კაცებსაც უნდათ დავიჯერო?
08:34 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS