ზღვიპირა ქალაქისთვის ეპატაჟური პერსონა, მაშინ ამბობდა, ხალხის გაოცებას, არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით, არამედ სკანდალური იმიჯითაც ახერხებდა. ვინც ირაკლი აგირბას „ფეისბუქის“ გვერდს დაათვალიერებთ ამაში ადვილად დარწმუნდებით.
როგორც მაშინ ინტერვიუში მოგვიყვა, რამდენიმე თვის წინ ფოტო ობიექტივის წინ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სრულიად გაშიშვლდა და
გადაღებებიდან რამდენიმე ექსკლუზიური ფოტოც მოგვაწოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მისმა ახალმა ფოტომ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
ერთ ფოტოზე, დიზაინერი, ლიანდაგზე საცურაო კოსტიუმში ჩაცმულ ორ გოგონასთან ერთად პოზირებს. მეორე ფოტოზე კი სრულიად შიშველია.

გამოქვეყნებულ ფოტოებს მისი მეგობრების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. „კიდევ ეს უნდა ხალხს? აგორდება ახალი ტალღა“ - წერენ ირაკლის.
„უსაქმურები ხომ უნდა დავასაქმოთ“ - იმართლებს თავს აგირბა. თუმცა რას გულისხმობს დასაქმებაში ჯერ არ დაუკონკრეტებია.
ფაქტია, რომ მისი გამბედაობა ბევრს დედაქალაქშიც კი შეშურდება. მაშინ როდესაც მოდელი გოგონებიც კი ვერ ბედავენ ამდენს.
„იკუშ, ტაკო დაგვანახე რა“ - წერს აგირბას ერთ-ერთი მეგობარი. „აუცილებლად“ - უპასუხა დიზაინერმა და როგორც ჩანს, საზოგადოება მორიგი სკანდალისთვის შეამზადა.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















