რამდენიმე დღის წინ კი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.
''რეებს წერს ქალი კუკარაჩა'', გაბრაზებული წერდა ინგა გრიგოლია.
ინგა გრიგოლია ქეთი დოლიძეს უპირისპირდება - „ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს“
ამ ყველაფრის შემდეგ ქეთი დოლიძე მორიგ პოსტს აქვეყნებს:
ეს ბოლო კომენტარი ქ-ნ ინგა გრიგოლიას: რამდენჯერმე სცადეთ, თქვენთან გადაცემაში მიგეწვიეთ, უარს გითვლიდით. 3 კვირის წინაც უარი შემოგითვალეთ, რადგან თქვენი გულწრფელობის არ მწამს. ბევრი საბუთი
"კარგი რამ მჭირდეს, მიკვირდეს, ავი რა საკვირველია"! ფესტივალს რომ ეჭიდავებით, ქ-ნო სექსოლოგო, ესეც ააშკარავებს თქვენს მიკერძოებას. ჩემო ქ-ნო სექსოლოგო, ამდენი წლის მანძილზე ფესტივალ "საჩუქარზე" ხმა რატომ არასდროს ამოგიღიათ?
2007-ში, დილიდან "იმედს" რომ დარბევა დაემუქრა, ქეთი დოლიძე არ იყო, თქვენ რომ არ მოგშორებიათ? მე იქ არ ვიყავი, თქვენთან? იქნებ ისიც ვიკითხოთ, ვის როგორი რეიტინგი აქვს? თქვენმა ახალმა პატრონებმა დაგავალეს, რომ პირველივე გადაცემა ტვ 1-ის არხზე.
ჩემზე პასკვილური სიუჟეტი ყოფილიყო? სირცხვილი აღარ გაქვთ? ვინც "გმირად" მიგიჩნევთ, იმათი ასარჩევია! ჩემი ადამიანური და პროფესიონალური ღირსება რომ შელახეთ, პირადად თქვენ, ქ-ნო სექსოლოგო, ამაზე თქვენი გულშემატკივრები რატომ არაფერს ამბობენ? ამის შემდეგ წერეთ და იკითხეთ! სკანდალის მეტი არაფერი გაინტერესებთ, თორემ თეატრში და ფესტივალებზე თქვენ მე არ მინახიხართ და ამიტომ თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
მე ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ! გადახედეთ ჩემი და ფესტივალის"საჩუქარი" საერთაშორისო დირექტორატის და მისი მეგობრების სიას და მიხვდებით, რამდენად მდიდარი ვარ თქვენზე!Asta la Vista!