17 მარტი, 2016
ნანა ჩარკვიანს უნდა, დედამისი სხვა მშობლების მსგავსად იცვამდეს
ქეთათომ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ვერ უგებს ხანდახან ნანას
ეკა ხოფერიას გადაცემის მომდევნო თემა მშობლების და შვილებს შორის ურთიერთოვბა იყო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ქეთათო და ნანა ჩარკვიანიც.

ნანა გულისტკივილს გამოთქვამდა, რომ დედა მაშინ ურეკავს, როდესაც მეგობრებთანაა და ეუბნება, რომ სახლში დაბრუნდეს. როდესაც ეკითხება, ასე რატომ უნდა გააკეთოს, დედას პასუხი არ აქვს.

ქეთათომ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ვერ უგებს ხანდახან ნანას, რადგან ეუბნება, რომ უნდა, სხვების დედებივით იცვამდეს. ხან კი ამბობს, რომ მოსწონს
მისი განსხვავებულობა.

ხანდახან იმასაც საყვედურობს, რომ ძალიან მეგობრულია და უნდა, რომ მკაცრი იყოს.
ასეთ შემთხვევაში ქეთათოს აღარ ესმის, როგორ მოიქცეს.
Rating

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS