17 მარტი, 2016
"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური
11 აპრილს 1 წელი სრულდება მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან. 6 თვის შემდეგ მისი და განო მელითაურის მესამე შვილი - ელენე-ლოლიტა დაიბადა. მთელი წლის მანძილზე განცდილსა და ახლანდელ რეალობაზე მსახიობის 28 წლის ქვრივი განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:

"თითქოს 11 აპრილს დამთავრდა ერთი განო - თავისი ოცნებებით, შეხედულებებით, სამყაროს აღქმით. ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო ნგრევა და ყველაფერი ერთდროულად დამთავრდა. ერთ დღეს სულ სხვა განომ გაიღვიძა... მახსოვს, ორსულმა ფეხით მოვიარე ის ადგილები, სადაც ერთად დავდიოდით, მის საფლავზეც ავედი.
სახლში დაბრუნებულმა სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი
თავი პირველად მაშინ დავინახე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS