16 მარტი, 2016
ვინ არის და რას საქმიანობს მამაკაცი, რომელიც ქართველებმა შოთა რუსთაველის რეინკარნაციად მონათლეს
ქართული ინტერნეტ-სივრცე მოიცვა ახალგაზრდა მამაკაცის ფოტომ, რომელიც საოცრად ჰგავს შოთა რუსთაველს, როგორც ის ყველაზე ცნობილ ნახატზე გახლავთ გამოსახული.

მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის ორეული ბრიტანელი მოდელი - რიჩარდ ბიედული აღმოჩნდა, რომელიც სააგენტო "ელიტ ლონდონის" წარმომადგენელია. ის საკმაოდ ცნობილი მოდელია ამ ინდუსტრიაში და ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა "ბენ შერმანი", "ფრენჩ ქონექშენი", "ჯონ ლუისი", "ურბან აუთფითერსი", "ასოსი" და ა.შ.

მისი ფოტო სხვადასხვა დროს მრვალი ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა, მათ შორის GQ-ს, "გარდიან სტაილს", "სტაილ მენს" და ა.შ. ამჟამად
მისი ფოტოები ქართულ ინტერნეტ-სივრცეს ამშვენებს და ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ რიჩარდი შოთა რუთაველის ნამდვილი რეინკარნაციაა. იხილეთ სრულად +ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS