ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. პარტიის ახალმა წევრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადადა განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ
ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. იგივე ასევე მეგობრობს ირაკლი კოდუასთანაც. როგორც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, კოდუა ძებნილობის დროს ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფებოდა პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს.
ვახტანგ მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საკრებულოს წევრიც გახლდათ. ის "ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის" წევრი და "სარევიზიო კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თუმცა 2011 წლის თებერვალში მან საკრებულო დატოვა. როგორც მაშინ საკრებულოში განმარტეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მჭედლიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა პრესაში საკრებულოდან მისი წასვლის სხვა ვერსია დასახელდა. იხილეთ სრულად