14 მარტი, 2016
ნათია ფანჯიკიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს - ''ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა''
ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები
''ძვირფასო ბატონო ბიძინა,

მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ.

არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა... მიხარია თქვენი ერთსულოვნება.

საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.

დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის
პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი.

მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი...

რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.

ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.

მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში''. წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
????
...და რაში აინტერესებს ივანიშვილს ვიღაცის საწოლი და საცვლები.გაუფრთხილდით თქვენ თვითონ საკუთარ სახელს,იმიჯსა და ყველაფერს ადამიანურს და არავისზე სამდურავი არ გექნებათ.სირცხვილია დღეს თქვენი მეუღლე საკენკდაყრილი პარტიულებითუთ დღეს რაღაცეებს რომ აპროტესტებდა.ცოტა დაგაგვიანდათ მგონი ხალხო,თან მათთან ერთად იდეგით და მოგეთხოვათ მათთვის პასუხი.
22:21 / 19-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ფემინისტები ნათიას ამ "შემართებას" მონურს უწოდებდნენ. ალასანიამ ისიც ვერ მოახერხა, რომ ივანიშვილის მხარდაჭერით ზუგდიდში მანდატი მოეგო. ოცნება დატოვა ევროატლანტიკური კურსის შეცვლის მიზეზით, რაც ვერ აუხდა. როგორც ჩანს, იგი უფრო სამაგალითო ქმარია, ვიდრე პოლიტიკოსი.
14:09 / 18-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძლიერი ქალი ხარ, თავად შეგიძლია დიდი საქმეების კეთება, რასაც "ჭკვიანები" ხედავენ, ირაკლი შენს გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, ხშირად ამბობენ "ეს იმის ცოლიაო..." მე კი ვიტყოდი:"ირაკლი ნათია ფანჯიკიძის ქმარია"
15:18 / 17-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ადვოკატი
ნუ მოკვდები ტყუილად,შენი ირაკლი ჩვენს ქვეყანას სინათლეში ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს, პირიქით სიბნელეში არ აღმოჩნდეთ ამდენი ლაპარაკებით.
14:55 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
გაგრა
რისი თქმა უნდა რომ ივანიშვილი მისი ოჯახის პრობლემებით არის დაინტერესებული? ძალიან უცნაურები არიან ესენი. ამ ქალს რამე რომ გაუჭირდება ხალხს და ივანიშვილს მივარდება, ეს არ არის სწორი, შეწუხებულები ვართ.
14:48 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS