ჟურნალისტი ეკა მიშველეძე ფეისბუქზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას და მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ.
„მართალი თქვა გუშინ „რუსთავი 2“-ზე სესიაშვილმა, იმ მომენტში მე მართლაც არ მსურდა მაგ თემაზე საუბარი, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვალთვალიც და მოსმენაც იყო... ოღონდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ბუკა პეტრიაშვილზე და არა ჩემზე.
ბუკამ და მე ამის შესახებ მოგვიანებით რამდენიმე წყაროდან შევიტყვეთ.. უფრო გვიან კი, ჩემი და ბუკას ვაიბერ მიმოწერებიც წარმომიდგინა ერთმა პიროვნებამ და
ერთი უბედურებაა უკანონო თვალთვალი და პირად ცხოვრებაში ბინძური ჩარევა, მაგრამ არანაკლებ საგანგაშოა, თუ საიდან ხვდება მთელი ფაილები რიგითი, თუნდაც უაღრესად დაინტერესებული მოქალაქის ხელში. აი, რა უნდა დაადგინოს გამოძიებამ“!