- სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ავლაბარში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობთ. როცა შევიძინეთ, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული იყო და მალევე გადმოვედით. ჩემს მეუღლეს მოუწია ყაზახეთში წასვლა, ამ დროს მე ვიყავი 9 თვის ორსული.
უეცრად
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის ორსული ამდენს შევძლებდი. ძალიან გადავიღალე, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მაქსიმალურად ვეცადე, თანამედროვე და მინიმალისტური გამოსულიყო. არასოდეს მომწონდა ძველებური სახლები, ანტიკვარიატით და მოჩუქურთმებული ავეჯით გაწყობილი. მსგავსი სახლები ცუდ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მომწონს დიდი და თანამედროვე დიზაინით მოწყობილი მყუდრო ბინები. ჩემი უპირველესი მიზანი იყო, ბინა მოხერხებული და პრაქტიკული გამოსულიყო, მოდური ტენდენციები მეორე პლანზე გადავწიე. ყველა სახლში იგრძნობა აურა, ჩემს სახლში იმდენად დადებითი აურა ტრიალებს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოვველთვის სახლისკენ მომეჩქარება. იგივე განცდა აქვთ ბავშვებსაც.
ყველა ოთახში ბავშვის ნივთებს, სათამაშოებს და ინვენტარს შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად ბავშვების სამფლობელოა და გოგონების განკარგულებაშია, მათთვის ეს სივრცე და ფართი უკვე არასაკმარისია.

- უკვე მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ, ამიტომ გვიძნელდება ამ სახლში ცხოვრება, ბავშვების ეზოში ჩაყვანის პრობლემაც გვაქვს, არადა მათთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, ქვიშაში თამაში. მე და რამაზიმ გადავწყვიტეთ და შევიძინეთ კერძო ბინა ავლაბარში, საკმაოდ დიდი ეზოთი, რომელსაც ახლა ვარემონტებთ. ამ სახლის შენება-რემონტის საკითხიც ჩემს თავზე ავიღე. ჩემი და რამაზის გემოვნება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. დარწმუნებულია ჩემს შესაძლებლობებში, იცის, რასაც მოვკიდებ ხელს, ყველაერს გემოვნებით და ხარისხიანად გავაკეთებ, ამიტომ თვალდახუჭული მენდობა. ამ სახლშიც ბავშვებზე და მათ კომფორტულ გარემოზე ვაკეთებ აქცენტს. ყველა გასართობი საშუალება გარეთ გვექნება გამოტანილი. როცა გადავალთ ახალ სახლში, იქაც აუცილებლად გიმასპინძლებთ. (იხილეთ სრულად + ფოტოები)