11 მარტი, 2016
ინგა გრიგოლიას სპეციალური მიმართვა - ''გამოიძიონ, ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს''
ჟურნალისტი ინგა გრიგოლი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ჟურნალისტი მედიასაშუალებებს მიმართავს და მოუწოდებს კოლეგებს, არ გაასაჯაროვონ და არ დააკონკრეტონ ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით პირად შეტყობინებაში მიუვიდათ.

საუბარი ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც 16:00 საათისთვის რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირადი მიმოწერის "ინბოქსში" ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა მოუვიდა.

გრიგოლია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურს და პრპოკურატურას, დროულად აღკვეთონ მომხდარი და გამოიძიონ თუ ვინ ავრცელებს
ფარულ ვიდეომასალას მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იკ
გამოძიება კი არა ფსიქიატრიული კარანტინი უნდა გამოცხადდეს ქვეკანასში.
16:14 / 12-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS