''იქს ფაქტორი'' სულ მალე დაიწყება. ცნობილი იყო, რომ წამმყვანები შეიცვალა და ერთ ერთი მათგანი რუსკა მაყაშვილი იქნებოდა.
დღეს ცნობილი გახდა, მასთან ერთად პროექტს ერეკლე გეწაძე წაიყვანს.
"ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა "X ფაქტორი", რადგან წამყვანის ამპლუაში ყოფნა ძალიან მომენატრა.
ჩემი თანაწამყვანი, ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი და ჩემი მეგობარი ერეკლე გეწაძე გახლავთ.
ერთმანეთის გაცნობა პროექტში არ მოგვიწია, შეთამაშებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ტანდემი შედგება", წერს რუსკა ფეისბუქზე.
