09 მარტი, 2016
იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე კომენტარს აღარ გააკეთებს - ''არ ვჭირდები გამოძიებას, მე თქვენ აბსურდს და რეიტინგს ვჭირდები''
გუშინ მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა
ცნობილი გახდა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი ჟურნალისტ იუნა შაფათავას ყოფილი მეუღლეა.

''გუშინ მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა, ყველა არხთან ერთი და იგივე კომენტარი გავაკეთე. დღეს დილიდან იგივე ხდება, თუმცა მე არ გიპასუხებთ, უკვე ვთქვი, რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე. თქვენ ერთობით და თან, რაღაც აბსურდული თეორიების მოძიებით, გამოძიებას უშლით! მე არ ვჭირდები გამოძიებას, მე თქვენ აბსურდს
და რეიტინგს ვჭირდები, დებილი "სექს ვამპირის" და "კრიმინალის" ტაბლოიდური ისტორიისთვის.

არც მე ვარ ვირჯინია ჰილლი, არც ჩემი ყოფილი ქმარია ბაგსი სიგალი. არ ვაპირებ ამ თემით სპეკულირებას და არც თქვენ გირჩევთ. დამანებეთ თავი''., წერს ფეისბუქზე იუნა შაფათავა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
464
კარგი გულის ადამიანი ხარ ცჰემო კარგო. რომანტიკოსი შინაგანად. მაგიტომაც გყვარებია სჰენი სულელი ქმარი მაგდეი ხანი, თორე რეალისტს ვერ გეყვარებოდა. წარმატებები ცხოვრებაში, ბედნიერებას გისურვებ.
02:08 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS