08 მარტი, 2016
„თავში ტყვია მესროლა“ - იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე, რომელიც პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული
ყოველი ჩემი გასვლა სახლიდან ჩხუბი იყო "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი ჟურნალისტ იუნა შაფათავას ყოფილი მეუღლეა. ამის შესახებ მედიას თავად იუნა შაფათავამ განუცხადა.

მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა", - განაცხადა შაფათავამ დღეს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით, იუნა შაფათავამ
წელს, იანვარში რადიო "ფორტუნას" ეთერშიც ისაუბრა.

ინტერვიუს  იუნა შაფათავა ქმართან ერთად გატარებულ წლებს იხსენებს.

– რამდენი ქმარი გყავდა?

– ერთი.

– რატომ დაშორდი?

– მსოფლმხედველობის გამო. ყოველი ჩემი გასვლა სახლიდან ჩხუბი იყო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მიყვარდა გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა. ამაში იყო საქმე, მე ვერ შევიცვლებოდი და არ იცოდა მან. ან რატომ უნდა შევცვლილიყავი? ფიზიკურ შეხებამდეც მიდიოდა ყველაფერი და ამის ატანა შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ჩემს წიგნში.

– ანუ გცემდა მეუღლე?

– კი, ძალადობის ძალიან სერიოზული სერიები იყო ჩემს ცხოვრებაში. მუდმივი ძალადობა იყო ეს.

– რამდენ ხანს გაუძელი ამ ყველაფერს?

– 10 წელი.

– რატომ უძლებდი?

– მიყვარდა, ძალიან მიყვარდა.

– რა იყო ამ ყველაფრის პიკი?

– თავში ტყვია მესროლა… ეს იყო ის, რაც ვერ ავიტანე და წამოვედი.

– როგორ დაშორდით ერთმანეთს?

– რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ მეგობრებად დავრჩით, მაგრამ ბოლოს დაიჭირეს და იქ დასრულდა ურთიერთობა.

– შვილი რომ გყოლოდა, შენარჩუნდებოდა შენი ოჯახი?

– არა.

– როდესაც დარჩი ოჯახის გარეშე, როგორ განვითარდა შენი ცხოვრება?

– გენიალურად. არანაირი ურთიერთობა ჩემს ყოფილ ოჯახთან არ მაქვს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ეს კაცი კარგი პალაჩი ყოფილა და იმიტომაც დაიქირავა მკვლელობის შემკვეთმა ეტყობა! ეს ქალი კიდევ რას უძლებდა ვინ უყვარდა ვერ გავიგე, მწამებელი?? :))))
14:31 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვერ გავიგე-ს ვეთანხმები სრულად!მართლა გაუგებარია ჩემთვისაც,როგორ შეიძლება მცემდეს და შეურაცხმყოფდეს ქმარი 10 წელი,მერე ტყვიის სასროლად გამიმეტოს და ბოლოს,გაშორებას რომ გადავწყვეტ ის ვთქვა მიყვარდა ძალიან და იმიტომ ვიტანდი ამ ყველაფერს თქო და ყველას ვუმტკიცო,როგორი ,,ძლიერი" და ,,კარგი" იყო...ღმერთო ჩემო,როგორ სიამოვნებს ზოგიერთს ეს მაზოხიზმი,მაზოხიზმთან ,,დამეგობრებული" ,,სიყვარული" კი აღარ ვიცი,რატომ იწოდება სიყვარულად?!...
12:25 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
7575
ეჰ ქალის სიშტერეს რა ვუთხარი და ფანტაზიის უნარს თორე რამდენი კაცია მისატოვებელი და უძლებენ. რატოოოოო
11:11 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მმმმმ
ისე, კაი ბრუციანი კი ყოფილა, ვისაც ესროლა, ყველას ააცდინა :))
05:01 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
პო
ამოუთხარეს ძველი ინტერვიუ, რას ვერ მიხვდით :)))))
22:16 / 08-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS