08 მარტი, 2016
პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია
ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია. ამის შესახებ ''რუსთავი 2''-ს იუნა შაფათავამ განუცხადა.

მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

შაფათავას თქმით, მან საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.

"კარგია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია", - განუცხადა შაფათავამ ''რუსთავი 2''-ს.

მან განაცხადა, რომ ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებეზე წარმატებით ასპარეზობდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS