08 მარტი, 2016
თინა ხიდაშელის სარვამარტო მოლოცვამ კრიტიკა დაიმსახურა - ''8 მარტი არ მესმის და მომკალით''
არ მესმის მოზამბიკური თხილის დღე. ამიტომ არავის არ ვულოცავ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის პოსტმა სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა. 

''დედის დღე მესმის, მამის დღეც რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა, ასე მგონია, ბევრ ქვეყანაში აქვთ, სასიამოვნოა კიდევ ბევრი დღე მესმის, 8 მარტი არ მესმის და მომკალით.

დღესასწაული ასე მესმის -- უნდა მიულოცო, ადამიანებს მოეფერო, განსაკუთრებით მოექცე, დააფასო. რაღაც ასეთი.

თუმცა ალბათ ყველას ჩვენებურად გვესმის ის რის გამოც 8 მარტი საჭირო გახდა.

ხოდა შევეცდები მოგილოცოთ ქალებო.

პირველ რიგში ქალებო!
ძალიან მაგარი სიტყვაა, საქართველოში რატომღაც ეუხერხულებათ -- ქალბატონებს, მანდილოსნებს ამბობენ. ქალი თითქოს ცუდი სიტყვა იყოს. არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ. დააკვირდით, მე ხშირად მიგრძვნია. შენიშვნაც კი მიმიცია.

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ რომ ოთახს დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით, ან დანანებით, ან სისუსტის აღმნიშვნელი მიმიკით არ გამოგვაყოლონ მზერა.

შენი თანდასწრებით თანასწორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც თანასწორად განგიხილავდნენ.

შენი თანდასწრებით პარტნიორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც გეპარტნიორებოდნენ.

შენი თანდასწრებით -- ადვილად მისაღწევი ჩანს უკვე. ეს ბრძოლა მეტნაკლებად მოგებულია.
შენს არ ყოფნაში -- მიმიკის და მზერის ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და გისურვებთ ქალებო!'' წერს თინა ხიდაშელი.

პოსტის  კომენტარებში ვკითხულობთ:  

''ყველა გამოთქმა ქალი, ქალბატონი, მანდილოსანი გამოსაყენებადია მდგომარეობის და ვითარების შესაბამისად, უნდა მოგმართონ ქალბატონო მინისტრო, აბა, ქალო მინისტრო მომართვა მოგეწონებაა? ვფიქრობ არც მეუღლისგან ავიტანდი მე ქალოს, არა, გოგო მაინც ჯობია. ყველა გოგოები ვართ განურჩევლად ასაკისა და ასეც ჯობდა მოგემართა ქ-ნო მინისტო .....გოგოებოოოო გილოცავთ 8 მარტს''

''თქვენ ბევრი რამე არ გწამთ... თქვენი წყალობიდ სულ დღესასწაულები არ გვაქვს''...

''აუ, ზუსტად ასე ვფიქრობ მეც თინა, ჩემიანი ხარ, არ მეხატება გულზე ეს კომუნისტური დღესასწაულები''

''არ მესმის მოზამბიკური თხილის დღე. ამიტომ არავის არ ვულოცავ. თუკი არ გესმით რას ულოცავთ? ან თუ ულოცავთ რას ამადლით? ფემინისტური აგიტაციაა მილოცვა? საინტერესოა, ვისი თანასწორი არ ბრძანდებით? კაცი ქალს ყოველთვის ისე გააყოლებს თვალს, როგორც კაცი ქალს. ბარემ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაც გაგეწიათ, შინაარსობრივად უფრო ამომწურავი მილოცვა იქნებოდა''.

''შენ სულ "ჭკუის დამრიგებლურ" ფორმატში რომ გვევლინები, უხერხულობას არ გრძნობ? თუ მთავარსარდალს ქალური გრძნობები ატროფირებული გაქვს''?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS