07 მარტი, 2016
თათია შარანგია მაიამი ბიჩიდან -„მივხვდებით, რომ ოცნებების ასრულებაში ბედისწერა კი არ გვიშლის ხელს არამედ სურვილის ნაკლებობა“...
პიანისტი თათია შარანგია ოჯახთან ერთად მაიამი ბიჩზე ისვენებს. თათიამ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა ჩვენგანს დააფიქრებს. 

„ყველას მოგვწონს როცა კარგად გამოვიყურებით... ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდი... გარეგნობა წარმავალია... შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო, სარკეში ჩაიხედო და ის შენი ნალოლიავები ვიზუალი აღარ არსებობდეს, გაიცვითოს, დაზიანდეს... ან უბრალოდ ფერი იცვალოს.. ზუსტად ამ დროს ხვდები თუ საიდან მოდის შენი ჭეშმარიტი სილამაზე... დიდხანს ვიფიქრე საიდან..-თვალებიდან... რადგან თვალები სარკეა სულიერი სამყაროს, რადგან თვალები არასოდეს ტყუის,
რადგან მას არ შეუძლია ატაროს ყველასთვის მობეზრებული-ნიღაბი....

რადგან მხოლოდ სულიერია უკვდავი, რადგან მხოლოდ მას ვერ ერევა დრო, ვითარება... მას არ უჩნდება ნაოჭები, თუმცა მივხვდი, ნაოჭებს არ უხდება მალვა... თითო ნაოჭი ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილია... ის გვახსენებს როგორც საკუთარ მიღწევებს ასევე ჩვენს ნაკლოვანებებს...მაგრამ მაინც, სულიერია უკვდავი...

იცით, მას არც ასაკი აქვს... ის სარკეა ჩვენი განწყობის, ცხოვრებისეული ხედვის.... ასაკი... ესეც როგორი პირობითია, ჩვენ რეალურ ასაკზე.

მეტყველებს ჩვენი ისევ და ისევ შინაგანი მდგომარეობა... თუ გვიყვარს, თუ გვწამს, თუ პოზიტიურად ვაფასებთ თითოეულ წამს ღმერთისგან ბოძებულს ჩვენ მუდმივად ახალგაზრდა ვართ...

სიბერე მაშინ დგება როცა აღარ გვჯერა, რომ თითოეული მზის ამოსვლა არის ახალი შანსი ახალი ნაბიჯების, მწვერვალებზე ასვლის, ოცნებების ასრულების.... მანამ სანამ ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ოცნება დაჟინებული სურვილისას სრულდება ჩვენი სული არის ახალგაზრდა, სული კი ბევრად ძლიერია ვიდრე სხეული... მე უბალოდ მინდა, მიუხედავად მძიმე ყოფისა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი, ჩვენი ბედნიერი სახეები, ჩვენი გაბრწყინებული თვალები...

მინდა გვჯეროდეს, რომ რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, რაც მეტად ვაპატიებთ უფრო მსუბუქი იქნება ჩვენივე სხეულის ზიდვა ჩვენთვის... მე მინდა გვჯეროდეს რომ სიკეთე ახანგრძლივებს ცხოვრებას, აფერადებს სულს, სული კი ირეკლება გარეგნობაზე...

მე მინდა თავს ვგრძნობდეთ ყველა სრულყოფილად და ვფიქრობდეთ, რომ ცხობრება შედგა, ეს კი მოხდება მაშინ როცა: მივხვდებით, რომ ბედნიერება მოაქვს არა მდგომარეობას არამედ ბედნიერ სახეებს გარშემო... როცა მივხვდებით, რომ სილამაზე არა ფასადურია, არამედ ბევრად ღრმა-სულიერი... როცა მივხვდებით, რომ ოცნებების ასრულებაში ბედისწერა კი არ გვიშლის ხელს არამედ სურვილის ნაკლებობა... როცა მივხვდებით,რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენს მიერ გაკეთებულ ყველა არჩევანზე...

მიყვარხართ და ვიცხოვროთ სიყვარულზე შეყვარებულებმა“...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თეკლა
მადლობა ამ პოსტისთვის, თათია! მარტო კარგი პიანისტი კი არა, კარგად განვითარებული პიროვნებაც ყოფილხარ! ღმერთმა ლამაზად დაგაბეროს!
19:54 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე, ჩემი აზრით ეს სურვილის არ არსებობა კი არა პასუხისმგებლობის გრძნობაა. მე არ ვამბობ ყველა ბედნიერი უპასუხისმგებლოა არა,უბრალოდ ბევრი არა ბედნიერი პასუხიმგებლიანია. ზოგჯერ პათოლოგიურადაც.ცოტა ,,სითავხედე,, ამ სიტყვის კარგი გაგებით არ გვაწყენდა. ნებისმიერ შემთხვევაში მიხარია ამ ლამაზი ადამიანის ბედნიერება, ეს ხო გადამდებია.გაიხარეთ!
22:04 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელი
საინტერესოა, საქართველოში დასვენებაც კი შენი " розовая мечта" იყოს,მაშინ რაგორ დაგვმოძღვრავდი??? ისე-ნებისმიერი მამაო მაგას არ "ჩაგვჩიჩინებს" მუდამ???
18:46 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
---
ლამაზ სხეულში 99% პროცენტი ლამაზი სულია!!!!!!!!!!!!!
17:55 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნაბელლა
მინდა დავწერო კომენტარი და სიტკვებს ვერ ვპოულიბ,არ არსებობს მსგავი სიტვები ბუნებასცი ტატია ,რომ გადმოგცე ის მადლიერება ,რაც სცენმა სტატიამ მომანიცჰა.ლამაზ სხეულსცი ლამაზი სულიაო,სცენზეა ნატკვამი გენაცვალე.მიკვარხარტ.
00:08 / 08-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS