07 მარტი, 2016
სტანისლავ ბონდარენკოს მეგობარმა თბილისში ჩამოსვლის წინ ლექსი დაუწერა
წარმოშობით უკრაინელი რუსეთში მოღვაწე მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა. მანამდე კი სტანისლავ ბონდარენკო ინსტაგრამში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ლექსს კითხულობს. სტანისლავის თქმით, ეს ლექსი მისმა მეგობარმა, პოეტმა ეკატერინა სლავიჩმა სპეციალურად მისი თბილისში ვიზიტისთვის დაწერა.

მსახიობი ინსტაგრამზე მეგობრებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის შესახებ და მათ დახმარებას სთხოვს.  სიკეთე, რომელსაც მისთვის ჩაიდენთ, უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ, წერს მსახიობი.

როგორც ცნობილია, სტანისლავ ბონდარენკო თბისლისს 9 მარტს ეწვევა. სტანისლავი ჩვენს ქალაქში ქველმოქმედების მიზნით ჩამოდის. საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, რომელსაც აღენიშნება ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს. 10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი "მე ბებია ილიკო და ილარიონი" მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავი. ხოლო 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 30,40,50 ლარი იქნება, ხოლო საქველმოქმედო კონცერტის 100 ლარი. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS