06 მარტი, 2016
ია ფარულავას უნიკალური საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას - მსახიობის დღემდე უცნობი ფოტოალბომი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ძველი, ისტორიული და უნიკალური ფოტოების გაციფრებაა, რაზეც ადრეც ვწერდით. ბიბლიოთეკის თანამშრომლები სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ დადიან და უზარმაზარ სამუშაოს ატარებენ. ყოველი ფოტო ხომ ერთი პატარა ამბავია და ასე დაგროვდა ბევრი საინტერესო ფოტოდქცეული ამბავი წარსულიდან.

ბოლო დროს ბიბლიოთეკამ თხოვნით თბილისში ცნობილი ადამიანების ოჯახებსაც მიმართა, - საკუთარი არქივებიდან მიეწოდებინათ ფოტოალბომები. ჰოდა, უმრავლესობა ინტერესითა და სიხარულით ერთვება ამ საქმეში.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- ეს ჩვენი ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის"
ერთობლივი პროექტია - "ციფრული ფოტომატიანე", რომელიც ოჯახ-ოჯახ სიარულსა და ფოტოების გაციფრებას გულისხმობს. საქმე თანდათან მასშტაბური ხდება.

ამასთან, დიდი ხანი არ არის, რაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ოჯახური ალბომების გაციფრებაც დავიწყეთ - აქ მხოლოდ ის სურათები არ იგულისხმება, სადაც თვითონ არის ესა თუ ის ცნობილი ადამიანი გამოსახული, არამედ ვხვდებით სხვა პიროვნებებსაც, რომელთა ფოტოებსაც იგი ინახავს.

ცოტა ხნის წინ საკუთარი ფოტოები გასაციფრებლად გადმოგვცა მსახიობმა ია ფარულავამ.

- ანუ დაგთანხმდათ, ხომ?
- ია მოვიდა, მოიტანა თავისი ფოტოარქივი და ჩვენს ლაბორატორიაში (თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი), თანამშრომლებს სურათების წარწერების გაკეთებასა და აღწერილობაში თავადვე ეხმარებოდა... როგორც ვიცი, ამ ფაქტით ძალიან კმაყოფილია. მას მართლაც საინტერესო და უნიკალური არქივი აქვს.

გვინდა, მსახიობ ია ფარულავას მიერ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული ფოტოალბომიდან რამდენიმე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტო წარმოგიდგინოთ.

სურათზე, რომლითაც სტატია იხსნება, პოპულარული მსახიობი, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის ასახული (როგორც ცნობილია, ისინი თანაკლასელები იყვნენ).
Rating


აქ კი იას მამა, სკულპტორი და მოქანდაკე - ოთარ ფარულავაა აღბეჭდილი. ფოტო ლოს-ანჯელესშია გადაღებული, როდესაც მამა საკუთარი ქალიშვილის - იას ბიუსტზე მუშაობდა. იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ყურძენა
იას უნიკალური ფოტოები ვენახშია.
11:12 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS