05 მარტი, 2016
თინა მახარაძე ლევან ვასაძის წინააღმდეგ - „თუ ოდესმე ამ კაცს დაუჯერებთ, დედა გვეტირება“!
ბავშვებო, ეს კაცი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერივით საშიში ტირანი
მსახიობი თინა მახარაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ოდესმე ისეთ ადამიანებს დავუჯერებთ, როგორებიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერები არიან და როგორიცაა ლევან ვასაძე. მსახიობმა ერთ - ერთი ინტერნეტგამოცემის მასალა გაიზიარა, სადაც ლევან ვასაძე საუბრობს, რომ ყველაზე მეტი ბავშვი დასავლურმა ლიბერალიზმმა აატირა. 

თინა ფეისბუქზე წერს: 

„ბავშვებო, ეს კაცი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერივით საშიში ტირანი (ძალიან ბავშვებმა, ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, დაგუგლეთ).

თუ
ოდესმე ამ კაცს, ან მისნაირებს ვინმე დაუჯერებთ და მართვის რაიმე სადავე აღმოჩნდება მათ ხელში, დედა გვეტირება!

მაგალითად: ვეღარ ჩაიცვამთ ფერად ტანსაცმელს, ვეღარ შეიჭრით თმას თქვენი სურვილისამებრ, ვეღარ წაიკითხავთ იმ წიგნებს, ვერ უყურებთ იმ ფილმებს, ვერ მოუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც თქვენ მოგწონთ. ვერც კი მოგეწონებათ ის, რაც/ვინც მოგწონთ და ზოგადად:

ვეღარაფერს, ვეღარაფერს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, როგორც თქვენ მოგწონთ. ვიქნებით გაუნათლებელი, საწყალი, განუვითარებელი, უბედური მონები.

ამიტომ, გეშინოდეთ და ერიდეთ ასეთ ადამიანებს.

„2x2=4“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მე 75675
გადავიკითხე ამ კაცის ბიოგრაფია და კატასტროფული ვერაფერი ვიპოვე. უკაცრავად ასეთი მკაცრი კომენტარისათვის. შეწირულს ვგულისხმობ. უბრალოდ ტყუილუბრალოდ დადანაშაულება ძალიან ცუდია ადამიანის, უბრალოდ იმ წამებში გავბრაზდი ძალიან და რაღაც მწარედ მინდოდა დამეწერა და უსაფუძვლო ბრალდება გამოვიდა და მერე გავაანალიზე. მისი აზრები კარგად არვიცი და ვერც დავეთანხმები, მაგრამ ჩემი კომენტარი აშკარად შეცდომა იყო და ზედმეტად მკაცრი, მე ბოდიშით.
16:37 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ძალიან მაღიზიანებს "ეს ქალი"
12:00 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
57რ656
უკაცრავად კომენტარი გამოგიგზავნეთ სადაც ვწერდი რომ ვასაძემ გამოასწოროს ჯერ თავისი თავი და თუ ვინმე ყავს შეწირული ჯერ თავი შეწიროს ტავადც და მერე სუფთა სინდისით იქადაგოსთქო, თან თინაზე დავწერე რუსთავი ორს რატო იცავდითქო. ანუ დაახლოებიტ ეგ შინაარსი მქონდა. სიმართლე რომ ვთქვა ამ ვასაძეს ახლოს არ ვიცნობ ანუ არც ინტერნეტიდან ძალიან ზერელედ. და მივხვდი რომ შეწირვაზე ძალიან ცუდად გამომივიდა, თუ ვცდები ტყუილუბრალოდ გული უნდა ვატკინო ადამიანს/. და ძალიან გთხოვთ ნუ გამოაქვეყნებთ ნურც ამას და ნურც წინა კომენტარს. უღრმესი მადლობა.
10:42 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
75675
ძან სასაცილოა, ნეტა მას თავისი ფულები პატიოსნად აქვს ნაშოვნი? თუ აქვს კიდე ხო, და თუ არ აქვს ჯერ თავისი თავი გამოასწოროს, დაგვირიგოს თავისი ფულები, თუ ვინმე ყავს სეწირული შეწიროს თავისი თავი და მერე იქადაგოს პატიოსანი სინდისით. შენც თინა რუსთავი ორისათვის თავი რატო გამოიდე, პირადი ვერ დათმე? ძან არ მომეწონა. ვითომ არიცი რა არხიცაა.
08:56 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნაბელლა
ვასადზე სატანა.სულიტ რუსი'სირცხვილი ერის.
02:50 / 07-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS