მსახიობი თინა მახარაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ოდესმე ისეთ ადამიანებს დავუჯერებთ, როგორებიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერები არიან და როგორიცაა ლევან ვასაძე. მსახიობმა ერთ - ერთი ინტერნეტგამოცემის მასალა გაიზიარა, სადაც ლევან ვასაძე საუბრობს, რომ ყველაზე მეტი ბავშვი დასავლურმა ლიბერალიზმმა აატირა.
თინა ფეისბუქზე წერს:
„ბავშვებო, ეს კაცი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერივით საშიში ტირანი (ძალიან ბავშვებმა, ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, დაგუგლეთ).
თუ
მაგალითად: ვეღარ ჩაიცვამთ ფერად ტანსაცმელს, ვეღარ შეიჭრით თმას თქვენი სურვილისამებრ, ვეღარ წაიკითხავთ იმ წიგნებს, ვერ უყურებთ იმ ფილმებს, ვერ მოუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც თქვენ მოგწონთ. ვერც კი მოგეწონებათ ის, რაც/ვინც მოგწონთ და ზოგადად:
ვეღარაფერს, ვეღარაფერს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, როგორც თქვენ მოგწონთ. ვიქნებით გაუნათლებელი, საწყალი, განუვითარებელი, უბედური მონები.
ამიტომ, გეშინოდეთ და ერიდეთ ასეთ ადამიანებს.
„2x2=4“