მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბიჭის მშობლები გახდებიან. მათი საერთო შვილი ივნისში დაიბადება. მართალია ორივეს გოგო უნდოდა, მაგრამ ვაჟის მოლოდინით ძალიან ბედნიერები არიან.
წყვილი ჩვილის დასახვედრად უკვე ემზადება და თავისი საძინებლის გაფართოებასაც აპირებს.
მარიამ კუბლაშვილი:
- ორივეს გოგო გვინდოდა, მაგრამ ლევანი ამბობს, ჩემთვის სულერთია. პირველი გოგოც გამიხარდებოდა, მაგრამ შვილი შვილიაო. ამბობს, ბიჭს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა დავხვდეო და ამისთვის ემზადება. აი რაც შემეხება
თუმცა ბიჭები რომ მყავს, რაღაცნაირი შეგრძნება მაქვ, ალბათ ასეთ დროს ქალი უფრო დაცული და ამაყია.
- ფეხმძიმობამ ჭირვეულობა იცის, თქვენ არ შეგცვლიათ ხასიათი?
- ჭირვეული არ ვარ. ძირითადად იმაზე ვწუწუნებ, რომ გავსუქდი. რა უნდა ჩავიცვა, არაფერი მიხდება-მეთქი, ვამბობ და ამით შევაწუხე ლევანი. ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა, რომ ლევანი ყველაფერს მისრულებს. ვნერვიულობ, როცა ბავშვს გავაჩენ, მერე რა უნდა გავაკეთო. დაღლილი ვარ, ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი, ვიტყვი და წამოვწვები ხოლმე. ორსულს ყველაფერი გამდის.
იხილეთ სრულად