02 მარტი, 2016
"ჭორი გამოვიდა, რომ მაგდა და თავისი საყვარელი გაპარვას აპირებდნენ“ - პაპიძის დედამთილის სკანდალური ინტერვიუ
მითხრა, რომ ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილი დმულს არღვევს და დეტალურად იხსენებს იმდღეს, როდესაც მისი შვილი და შვილიშვილი მოკლული იპოვეს.

მინდიკაური თქმით, იმ ღამეს მაგდას აღელვება არ ეტყობოდა და მშვიდად მოქმედებდა.

"მითხრა, რომ ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. ძალიან რომ შეაგვიანდათ, ვუთხარი რომ მოგვეკითხა. მეურნეობაში ჰყავდა ძმაკაცი. ვუთხარი მაგდას დაურეკე იქნებ იქ წაიყვანა ბავშითქო. მითხრა, ვერ დავურეკავ, რადგან მიბრაზდება როდესაც ვურეკავო. შემდეგ მე გადავწყვიტე ომარისთან დამერეკა. ზარი გავუშვი, მაგრამ არ მიპასუხა.
ღამის 2 საათი იყო მაგდას დავურეკე, მოვიკითხე ომარი და ბავშვი. მითხრა, არ მოსულანო.. ასევე მითხრა, ეხლა მანქანით ვერ გავალ პატრულის მეშინიაო, პრავა არ ჰქონდა და ისე დადიოდა. ისე გავალ გავხედავო. კაი მეც გამოგყვებითქო. ამის თქმა იყო და ტელეფონი გამითიშა. როდესაც გასასვლელად მოვემზადე და გავედი, მაგდაც ამ დროს გამოვიდა. მითხრა, მესიჯი მომწერა და ეხლა მათ დასახვედრად გავდივარო...შედი და დაიძინე შენო. შევედი სახლში მეც. თუმცა ვერ დავიძინე", - იხსენებს მინდიკაური.

მისი თქმით, რამდენმე ხნის შემდეგ კარზე ბრახუნმა გააღვიძა. მას მაგდამ უთხრა, რომ ომარი და თორნიკე "გარეთ დასისხლიანებულები ეყარნენ".

"მაგდას ეჭირა სისხლიანი ხელები და ამბობდა, ორივე ყრიან დასისხლიანებულიო. გასასვლელთან ეგდო ომარი. რომ მივედი სულ მთლად გაყინული იყო. დავიწყე კივილი, ხალხს საშველად დავუძახე. ამ დროს მაგდა სად იყო და რას შვრებოდა არ მახსოვს. რამდენიმე წუთში გამახსენდა ბავშვიც. ვიკითხე თოკო სად არისთქო და თოკო მანქანაშიაო, მითხრა მაგდამ. რომ მივედი ბავშვი სიდენიების შუაში იყო ჩაკეცილი. იქიდან რომ ამოვიყვანე, ბავშვი თბილი იყო. სასწრაფო რომ მოვიდა თქვა, რომ ორივე მკვდარიაო", - ამბობს მინდიკაური.

მკვლელობის მოტივზე იგი ვერაფერს ამბობს, თუმცა ერთ ჭორს იხსენებს, რომელიც რძალთან დაკავშირებით გაიგო.

"ჭორი გამოვიდა, რომ მაგდა და თავისი საყვარელი რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდნენო", - ამბობს მინდიკაური.
ის,
რომ მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა ომარ ქაფიაშვილის მეგობარს მარიამ მაზმიაშვილს ლანა პაპიძემ უთხრა.
(იხილეთ სრულად +ვიდეო)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ფუიიი
ანა გელაშვილი... ამ ქალმა ისეთი ტრაგედია გადაიტანა შენ სიტყვებზე მისდევ და უაზროდ კითხვას სვამ.
13:46 / 04-03-2016
გამოხმაურება / 0 /
lia
MESIJI MOMCERA MOVDIVART DA SHEN CADI DAIZINEO...NAXON ES MESIJI TU ARSEBOBS
09:09 / 04-03-2016
გამოხმაურება / 0 /
Ana gelashvili
Am kalma tu ver daidzina ,mere rogor gaigvidza
11:09 / 03-03-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მე ამ ქალის ყველა სიტყვის მჯერა კარგად მოუსმინეთ.
00:13 / 03-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS