ტელეკომპანია ''პირველის'' ეთერში მაგდა პაპიძის ოჯახის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულ, მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. ფიქრობს, რომ პოლიციელები უმალავენ სიმართლეს.
მისი თქმით მაგდამ ქმარ-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა და მისი სურვილია, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაირკვეს.
ადვოკატის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში მარიამ კუბლაშვილი ეხმაურება.
''ჩემო ძვირფასო კოლეგებო!
ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისვის სარისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის
მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო.
ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი.
ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა... უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე.
ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის... გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!''