მომღერლის ცხოვრებისა და მისი პატარა გოგონასადმი ინტერესის გაღვივებას აშკარად თავად უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სახეს ბოლომდე არ აჩენს, ხშირად დებს სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოებს და დამაინტრიგებელ წარწერებსაც უკეთებს. ისე, რომ მერე ამას თაყვანისმცემლების და მისი ხელმომწერების მხრიდან აჟიოტაჟი და განხილვა მოჰყვება ხოლმე. ცოტა ხნის წინ იმაზე დაობდნენ მისი ფანები, უნდა დაესვა თუ არა აბაზანაში 7 თვის ოლივია, ახლა კი ქეთამ მათ ახალი სადისკუსიო თემა გამოუჩინა.
მომღერლის
ბევრმა მიიჩნია, რომ ძალიან ადრეა და ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ასაკში გაიხვრიტოს. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ბავშვობაში საერთოდაც არ არის კარგი ყურის გახვრეტა, სხვები კი უწონებდნენ საქციელს და თავიანთ მაგალითებს იშველიებდნენ, თუ როგორ გაუხვრიტეს შვილებს ყურები ამავე ასაკში. (იხილეთ სრულად +ოლივიას ფოტო)