01 მარტი, 2016
რუსი მილიარდერის შვილის სამდღიანი ქორწილი საქართველოში და სტუმარი მილიონერები
შუათანა ქალიშვილის ია სარქისოვასა და მისი რჩეულის მიხეილ მახარაძის ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით წარიმართა
"რესო გარანტიას" პრეზიდენტის სერგეი სარქისოვის ქალიშვილის ქორწილში საქართველოში მილიონერები და მსოფლიო ვარსკვლავები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ super.ru წერს და შესაბამის ვიდეო-ფოტომასალას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილისათვის, სამი დღით, ერთ-ერთი სასტუმრო დაიქირავეს. ქორწილი თბილისის გარეუბანში გაიმართა.

ცნობისათვის, 56 წლის სერგეი სარქისოვი რუსი მილიარდერია, რომელიც შარშანდელი მონაცემებით, Forbes-ის სიაში 106 ადგილს იკავებდა.

მისი შუათანა ქალიშვილის ია სარქისოვასა და მისი რჩეულის
მიხეილ მახარაძის ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით წარიმართა.

"ჭამე, დალიე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე" - ასე ახასიათებს გამოცემა ქორწილს.

სტუმრებისათვის იმღერეს: თამარ გვერდწითელმა, ნანი ბრეგვაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ და რუსმა ვარსკვლავებმა. კულმინაცია კი იყო რეპერი Madcon,, მსოფლიო ჰიტით Beggin.იხილეთ ვიდეო
info9.geinfo9.ge

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS