29 თებერვალი, 2016
გიორგი გაბუნიამ 40 წლის იუბილე გიორგი ნაკაშიძესთან და ნიკა გვარამიასთან ერთად იახტაზე აღნიშნა
ზაფხულში ბათუმში იყო ჩამოსული და ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი
გიორგი ნაკაშიძე ჟურნალ ''თბილისელებთან'' მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე საუბრობს. ''საქართველოს ვარსკვლავში'' გამარჯვების შემდეგ ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. გიორგი აპირებს, მალე ბენდიც თბილისში ჩამოიყვანოს.

''თბილისელებთან'' საუბრისას  გიორგი იმ დროს იხსენებს, როდესაც მისი მენტორთან, გიორგი გაბუნიასთან ერთად აღნიშნა მისი დაბადების დღე.
კითხვაზე - რჩევისთვის თუ მიმართავ ხოლმე გაბუნიას?

გიორგი პასუხობს:

- დიახ, როცა რამე მაინტერესებს, ყველაფერს მასწავლის. არა მხოლოდ შემოქმედებით, ცხოვრებისეულ საკითხებშიც, თუნდაც ტანსაცმლის, სუნამოს ან რაიმე მსგავსის შერჩევას ეხებოდეს საქმე.

ზაფხულში
ბათუმში იყო ჩამოსული და ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი. ვიცოდით, რომ ჩამოდიოდნენ გიორგიც და გვარამიაც. გაბუნიას დაბადების დღე ჰქონდა, იახტაზე დავპატიჟეთ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი 40 წლის იუბილე.

სხვათა შორის, თავის ასაკს არ მალავს, მაგრამ ამბობს, მაინც არავის სჯერა. ერთხელ, უთხრეს, 28 წლის იქნებიო. მერე ჩემზე ვკითხე და შენც ეგრეო. არადა, მე 19-ისა ვარ, ის - 40-ის...

ერთხელ ბათუმში, რესტორანში რომ შევედით, აჭარლებმა გაბუნია "დაითრიეს," ყანწი მიაწოდეს და ჩაახრჩვეს სასმელში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
:)
თქვენ ჩაქრით :D :D
10:39 / 02-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS