29 თებერვალი, 2016
თორნიკე ყიფიანი მეუღლეს სიყვარულს ორიგინალურად უხსნის - ''ყ**" ვიყავი... არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გვიან მივხვდი~...
''იქს ფაქტორში'' გამარჯვების შემდეგ თორნიკე ყიფიანი აქტუალური მუსიკალური ცხოვრებით აღარ ცხოვრობს. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ქართული შოუ ბიზნესის დამსახურებაა.  

თორნიკეს  მეუღლე მარიამ სოსელია და ორი შვილი ჰყავს. ის ყოველთვის მოსიყვარულე მეუღლედ ითვლებოდა. პროექტის დროს, როცა მისი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, ბევრს საუბრობდნენ, მისი და თამთას თბილ ურთიერთობაზე.

თუმცა თორნიკეს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამის გამო მის მეუღლეს არასდროს უეჭვიანია.  

სოციალურ ქსელში მეუღლეს სიყვარულს ორიგინალურად უხსნის. 

"ყ**" ვიყავი... არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გვიან მივხვდი, რომ
შენ ბევრად მეტს იმსახურებ ვიდრე მე ვაკეთებ შენთვის... ერთადერთი, ჭეშმარიტი, ჭეშ-მარიტი, ნამდვილი, სინამდვილე ამ სინამდვილეში და იმ სინამდვილეშიც > შ ე ნ < ... ღმერთს შევთხოვ მომცეს ძალა, შევძლო ყველაფერი და თუნდაც სულ არაფერი, იმისათვის რომ ბედნიერი იყო...

პოეტი რომ ვიყო ბევრად მომხიბვლელი იქნებოდა ეს "პოსტი"... სამაგიეროდ ეს სიმღერა შენ მოგიძღვენი,იმედია მოგეწონება ;;) >>>Youuuuuu aaaaare myyyy...sunshine! მარიამ სოსელია'', წერს თორნიკე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს
17:02 / 29-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS