28 თებერვალი, 2016
„თვალი გაახილა თუ არა და დამინახა, ერთი თქვა მარა ისეთი, რომ გულიანად გამაცინა“!
"რა ან ვინ გამაცინებდა ეხლა მე ბუკას გარდა! თვალი გაახილა თუ არა და დამინახა, ერთი თქვა მარა ისეთი, რომ გულიანად გამაცინა! აი ასეთია ბუკა: მუდამ მხიარული და მზრუნველი მაშინაც კი, როცა თვითონ ყველაზე მეტად უჭირს! ეს ბიჭი აუცილებლად კარგად იქნება", წერს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ფეისბუქზე.

შეგასხენებთ, 26 თებერვალს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, მეგობრის საფლავზე მისულ ალექსანდრე პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. ალექსანდრე პეტრიაშვილს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტოტო
ვუსურვებ ჯანმრთელობას,მაგრაბ ტვინი წაიღეთ თქვენი "ალერსით". ორი პატარა ნიანგიკო.
09:58 / 04-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS