27 აგვისტო, 2013
შეცვალა თუ არა ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძე?
არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციით, ია ფარულავა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა. ცოტა ხნის წინ, ია ამბობდა, რომ თუ დიდ თანხას გადაუხდიდნენ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობაზე დათანხმდებოდა.

მოგვიანებით, ნოე სულაბერიძემ თქვა, რომ არ აპირებდნენ იას შოუში მიწვევას. იას მომავალ სატელევიზიო სეზონზე ჟიურის წევრობა მაინც არ ასცდა.

ამჯერად ''რუსთავი 2'' -ში ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრად ვიხილავთ. არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს
ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა.

ია გასულ სატელევიზიო სეზონში ''იმედის'' სახე იყო. ''დღის შოუს'' დახურვის შემდეგ კი ''პირველ რადიოში'' მუშაობს. სავარაუდოდ, ''ნიჭიერში'' ია მისი სკანდალური და სამართლიანი იმიჯის გამო შეარჩიეს. ია ყველა გადაცემაში სითამამითა და პირდაპირობით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

ფარულავას ეპატაჟი შოუს რეიტინგზე ყოველთვის კარგად აისახება ხოლმე. ინფორმაციის გადასამოწმებლად იასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა.
Rating
''ნიჭიერის'' ჟიურის წევრებთან დაკავშირებით ამბების გასაგებად, პროექტის გასული სეზონის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, გეგა ფალავანდიშვილს დავუკავშირდით. თუმცა, გეგამ ინფორმაციის დადასტურებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

გეგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია ფარულავა ნიჭიერში სოფო ნიჟარაძეს შეცვლის.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება სოფოც იყოს ჟიურის წევრი.
- თქვენ კვლავ იქნებით ჟიურიში?
- ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ ზუსტ პასუხს.
- როდის გახდება ყველაფერი ცნობილი?
- ჯერ გადაცემის ჩაწერები არ დაგვიწყია. სავარაუდოდ, ათ დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება და ამ ინფორმაციას საჯაროს გავხდით.

სოფო ნიჟარაძე, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს. ამიტომ მისი კომენტარის მოპოვება და იმის გაგება, რას ფიქრობს იგი ფარულავას ჟიურის წევრობაზე, შეუძლებელი აღმოჩნდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ჯავახელს
ხო მართალია.სწორია:ქართული პოეზია სომეხ ნიჭიერზე ვენახში
14:37 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
სოფო იყო საუკეთესო ჯიური მთელს ქართულ ტელესივრცეში არსებული მსგავსი ფორმატის პროექტებიდან! ია არაფერ შუაშია აქ, გააფუჭებს ყველაფერს და პახაბნობას შემოიტანს
02:00 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯავახელი
სომხური პოეზია ნიჭიერში ეგ ქართული პოეზიაა შე ოხერო :D
17:35 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სომხური პოეზია ნიჭიერში
1.(ხევსურული)ნეტაი გათხოვდებოდეს,ეთხოვოს კაცსა ჭკვიანსა,გაუთხოვრობა ძნელია,ვუსურვებთ ბედსა გვიანსა,ჰყოლოდეს ძეც და ასულიც ენატკბილსა და სვიანსა,ბოტოქსიც აშორებოდეს ვენახის ტურფას იასა........ 2.(სვანური.)ფარულავას ყავდა ფადი,ფადის კიდე ონიანი.მარტო დარჩა ბებერ-ყვავი,არ ხართ ვინმე ცოლიანი?????ცოდო არის ბოტოქს ტურფა,დაეხმარეთ კაცი უნდა...(.მაგრამ ია არვის უნდა). 3.(მოხევური)ვენახის ტურფა იაო,შენი ტოლები გათხოვდნენ,შენ რას უზიხარ შინაო.გინებით ბევრ კაცს უჯოკრავ,არც ეხლა არის გვიანო,იქნებ გათხოვდე იაო,მარადჟამ ბოტოქსიაო. 4.(აფსუუუუს ფადი...)აფსუს...როგორი თხელი ვიყავი,დაუღალავი სასე ჯიქანით,.სვანი მეგრელზე კარგი რით არი?ფადულა ბიჭო ეგ რა მიყავი???? 5.(მატყუარა)ვებერთელა იას გუდა ტყუილებით გაიგუდა,ფადულასთან ისევ უნდა,მაგრამ ფადის ანა უყვარს.ფარულავა არვის უნდა,ბოტოქსყვავა ვის რად უნდა ??????
17:15 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
რაც მართალია მართალია ფარულავას ჟიურიში რა უნდა მაგის ადგილი არც ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურიში იყო მაგრამ სად არის ხალხის ობიექტურობა სოფო მართლა შესანიშნავი იყო ამას წყალი არ გაუვა მაგრამ ამ ქალს რა უნდა ჟიურიში ვერც წარმომიდგენია :D სოფო მართლა უნიჭიერესია მაგრამ რავი ყველგან შეტენვაა ჩემი აზრიტ სოფო ნიჟარაძე შესანიშნავი იყო ამ პროეკტისთვის :*სოფი
15:01 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS