27 აგვისტო, 2013
შეცვალა თუ არა ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძე?
არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციით, ია ფარულავა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა. ცოტა ხნის წინ, ია ამბობდა, რომ თუ დიდ თანხას გადაუხდიდნენ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობაზე დათანხმდებოდა.

მოგვიანებით, ნოე სულაბერიძემ თქვა, რომ არ აპირებდნენ იას შოუში მიწვევას. იას მომავალ სატელევიზიო სეზონზე ჟიურის წევრობა მაინც არ ასცდა.

ამჯერად ''რუსთავი 2'' -ში ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრად ვიხილავთ. არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს
ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა.

ია გასულ სატელევიზიო სეზონში ''იმედის'' სახე იყო. ''დღის შოუს'' დახურვის შემდეგ კი ''პირველ რადიოში'' მუშაობს. სავარაუდოდ, ''ნიჭიერში'' ია მისი სკანდალური და სამართლიანი იმიჯის გამო შეარჩიეს. ია ყველა გადაცემაში სითამამითა და პირდაპირობით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

ფარულავას ეპატაჟი შოუს რეიტინგზე ყოველთვის კარგად აისახება ხოლმე. ინფორმაციის გადასამოწმებლად იასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა.
Rating
''ნიჭიერის'' ჟიურის წევრებთან დაკავშირებით ამბების გასაგებად, პროექტის გასული სეზონის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, გეგა ფალავანდიშვილს დავუკავშირდით. თუმცა, გეგამ ინფორმაციის დადასტურებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

გეგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია ფარულავა ნიჭიერში სოფო ნიჟარაძეს შეცვლის.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება სოფოც იყოს ჟიურის წევრი.
- თქვენ კვლავ იქნებით ჟიურიში?
- ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ ზუსტ პასუხს.
- როდის გახდება ყველაფერი ცნობილი?
- ჯერ გადაცემის ჩაწერები არ დაგვიწყია. სავარაუდოდ, ათ დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება და ამ ინფორმაციას საჯაროს გავხდით.

სოფო ნიჟარაძე, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს. ამიტომ მისი კომენტარის მოპოვება და იმის გაგება, რას ფიქრობს იგი ფარულავას ჟიურის წევრობაზე, შეუძლებელი აღმოჩნდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ქსანტიპა
რა ბოღმითა და გესლით არიან ადამიანები სავსე!!! გაიხარეთ და ისამოვნეთ რას ბილწსიტყვაობთ... შოუს მიზანი ხომ ისაა, გაგართოთ და გასიამოვნოთ... დატკბით, ხალხოოოო....
09:50 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შანელა
საიდან მოიტანეთ რომ სოფო აღა იქნება რა სულსწრაფი ხალხი ხართ . ნუ ხართ ბოროტები ია ძალიან მაგარი იყო ცეკვებში ეგ რომ არა ის შოუ კაპიკად არ ივარგებდა წარატებები ია თქევნ კი ენას კბილი დააჭირეთ.
08:01 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზი
აუ გეგა ძმა შენც წადი რა გინდ ყოფილხარ შოუში გინდ არა და რატო ცდები?ოჯახს მიხედე რააა შენი მჟავე სიფათი ყელში გვაქ უკვე
06:31 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ია მაგარი ქალი ხარ,სამართლიანი და შოუს უხდება შენნაირი,რეიტინგს უწევ გადაცემებს,სოფოების დრო დამთავრდა გაიტანეთ რა აღარ გვინდა მოგვბეზრდაააააა უნიჭოებიიიიიიიიიიიი
06:28 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ია ძააან მაგარია შოუს ეგ უნდა ზუსტად,მიმკვდარებული სოფო ამოვიდა რა ყელსში,ვამე გეგამიშას ნაშ......ზე დაგეწვა გული?
06:24 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
3 არა ია ფარულავას !!!
03:12 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ნიჭიერი მევენახეს შოუ არ იქნება ნეტა????
20:16 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ორივე მიშას ნაშები
19:51 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS