27 აგვისტო, 2013
შეცვალა თუ არა ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძე?
არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციით, ია ფარულავა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა. ცოტა ხნის წინ, ია ამბობდა, რომ თუ დიდ თანხას გადაუხდიდნენ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობაზე დათანხმდებოდა.

მოგვიანებით, ნოე სულაბერიძემ თქვა, რომ არ აპირებდნენ იას შოუში მიწვევას. იას მომავალ სატელევიზიო სეზონზე ჟიურის წევრობა მაინც არ ასცდა.

ამჯერად ''რუსთავი 2'' -ში ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრად ვიხილავთ. არხის გენერალულ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ეს
ინფორმაცია იამ ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა.

ია გასულ სატელევიზიო სეზონში ''იმედის'' სახე იყო. ''დღის შოუს'' დახურვის შემდეგ კი ''პირველ რადიოში'' მუშაობს. სავარაუდოდ, ''ნიჭიერში'' ია მისი სკანდალური და სამართლიანი იმიჯის გამო შეარჩიეს. ია ყველა გადაცემაში სითამამითა და პირდაპირობით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

ფარულავას ეპატაჟი შოუს რეიტინგზე ყოველთვის კარგად აისახება ხოლმე. ინფორმაციის გადასამოწმებლად იასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა.
Rating
''ნიჭიერის'' ჟიურის წევრებთან დაკავშირებით ამბების გასაგებად, პროექტის გასული სეზონის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, გეგა ფალავანდიშვილს დავუკავშირდით. თუმცა, გეგამ ინფორმაციის დადასტურებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

გეგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია ფარულავა ნიჭიერში სოფო ნიჟარაძეს შეცვლის.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება სოფოც იყოს ჟიურის წევრი.
- თქვენ კვლავ იქნებით ჟიურიში?
- ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ ზუსტ პასუხს.
- როდის გახდება ყველაფერი ცნობილი?
- ჯერ გადაცემის ჩაწერები არ დაგვიწყია. სავარაუდოდ, ათ დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება და ამ ინფორმაციას საჯაროს გავხდით.

სოფო ნიჟარაძე, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს. ამიტომ მისი კომენტარის მოპოვება და იმის გაგება, რას ფიქრობს იგი ფარულავას ჟიურის წევრობაზე, შეუძლებელი აღმოჩნდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
რუსუდანს
ნუ გაგვაცინეთ ქალბატონო.ეგ უზრდელი არსება საერთოდ საზოგადოებაში რა მოსატანია.ამბები გე-ს დაუწერა 46 წლის ქალმა ორგაზმი არ გერირსოტო.და ამის მერე ია ქალად ან კაცად შეიზლება ჩაიტვალოს.ეგ არის უზრდელი გარყვნილი არსება
08:26 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
არ მინდა ვიფიქრო რო რუსთავი 2 დირექტორმა მსგავსი სისულელე მოიფიქრა. ნიჭიერის რეიტინგს ერთერთი მთავარი მიზეზი ჟიური წარმოაგენს.და მათ შორის უნდა იყოს სოფო ნიჟარაძე.რომ ნიჭიერის რეიტინგი არ დაეცეს და უფრო ყურებადი იყოს სოფო აუცილებლად უნდა დარჩეს ჟურიში.
20:42 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
თუ გვინდა ნიჭიერმა რეიტიგი არ დააგდოს მაშინ სოფო აუცილებლად უნდა იყოს ჟიურიში.
16:36 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
რა ბოღმა გახრჩობთ იას მიმართ :) თავისუფალია, გულწრფელი, ძალიან ლამაზია , წარმატებულია , პოულარული და ბედნიერი
16:01 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტარიელი
ფარულავა ის კდემამოსილი ქალბატონია ამბები გე-ს რომ უსურვა არ გეღირსოთ ორგაზმიო.ასეთი ლექსიკონის მქონე ნიჭიერში ზუსტად მისწრებაა.....
10:52 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფადიშაჰი
სომხის ბანძო იანაო წამო რთველში გვიანაო
11:45 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
სოფო ყველას ჯობია, გასკდით გულზე, ის შეუცვლელია და ვერანაირი ქუჩის ქალები მას ვერ შეცვლიან
01:10 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
777
ვაი ამათ პატრონს,,,,გეგა, სოფო, ია ფარულავა,,,კულტურის სისტემაში ხალხი არა გვყავს, რომ შეაფასოს ნიჭიერის მონაწილეები? რა უნდათ ამათ ჟიურში? ბედაურები დაიხოცნენ??///,,,,
03:39 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ცნობისთვის ირანელები ყველანი მაჰმადიანები არ არიან.ირანში ძალიან ბევრი ადგილობრივი სომხები (გრიგონიალები და კათოლიკეებიც) ცხოვრობენ და ეკლესიაც აქვთ.ებრაელებიც კი არიან.მაგრამ ნებისმიერი რელიგიის ქალი იქ აუცილებლად ჩადრითაა.
15:05 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პარტია
არა არა არ დაიჯეროთ.რელიგია არანაირ კავსირში არაა.არ აინტერესებთ ასი წელი.თვითონაც ფორმალურად აჩვენებენ ერთმანეთს თავს მორწმუნეებად.მუსულმან არაბებსაც და თურქებსაც მაგრად ატყუებენ.თავად არაბი და თურქიც არ ჩამორჩება იცოცხლე ტყუილში,მაგრამ რა შედარებაა.ბევრი პატიოსან და მართალ არაბ და თურქებთან გვიმუშავია..ხომ გეუბნებით ვერ შევხვდი ერთხელ მაინც რომ ერთ ირანელს საქმეში სიმათლე ეთქვას და მოტყუება არ ეცადოს.თუ მთლიანი თანხა არ გამოართვი გადასახადი მაშინვე გამორიცხულია მერე თვალით ნახო.აეროპორტში დავაკავებინეთ სპარსი ბევრჯერ კლიენტი გადაუხდელობისთვის.თბილები და მეგობ-რულები კი არიან გიცინიან ,მაგრამ მტრისას თუ ენდე და არ გააკონტროლე ყოველ წამს.
14:35 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS