გიორგი ბახუტაშვილმა მაყურებელი მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლ „მედეაზე“ ორიგინალური ხერხით მიიწვია.
„მოკლედ, თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო (ალავერდის მადლი და ძალა შეგეწიოს კვლევის ცენტრო).
ჰოდა მობრძანდით მეგობრებო 5 მარტს მუსიკისა და დრამის თეატრში და ნახეთ "მედეა" იმისათვის, რომ როდესაც ვინმე ახსენებს ბუბა გოგორიშვილს–იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახსენებს კახა კინწურაშვილს–იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
როდესაც ვინმე ახენებს დავით ბეშიტაიშვილს– იცოდეთ, რა დონის პროფესიონალზე ლაპარაკობენ!
და როდესაც
მსახიობის სტატუსი რამდენიმე ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა.
სტატია მსახიობმა რამაზ იოსელიანმა გაიზიარა და უკმაყოფილება ვერ დაფარა:
„იქნებ დაოკდეთ? რა ლაპარაკია ეს? უკაცრავად შვილებო და იქნებ მითხრათ მე " დრამკრუჟოკი" დან ვარ?..ვერ გრძნობთ,რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ?“, წერს მსახიობი.