ნინო ანანიაშვილი 1981 წელს დიდი თეატრის ჯგუფში მიიღეს, სადაც მისი მასწავლებელი ლეგნენდარული მოცეკვავე რაისა სტრუჩკოვა იყო.
2016 წლის 25 თებერვალს მოსკოვში რაისა სტრუჩკოვას 90-ე წლისთავი აღინიშნება, რომელშიც ნინო ანანიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
მას ჩემს მეორე დედად ვთვლი და სხვაგვარად არ შემეძლო მოვქცეულიყავიო, ამბობს ნინო.
გასაბჭოების დღეს მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობა ქართულ სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა.
"არ ვითრიოთ თმით" ???
ნუ გავლანძღოთ მაინც რააა
რატომ მოვდუნდით, FB ხო მშვიდობაა ჩვენს თავს???
ვაი, ვაიიი...
ანუ ეს მოსკოვი "ხან ცუდია, ხან კაია, მაია პლისეცკაია ? "...
ორმაგი სტანდარტები მეთქიიი, თორე მე რა, ბოლოს მოსკოვში 2000 წელს ვიყავი მგონი.
ბალერინას კრიტიკას შეუერთდა ბაკურ ბაკურაძეც:
''ჰე! ნაცხროვა სად ხართ? რატომ არ აკეთებთ კომენტარს?
წივილ-კივილი რომ გაგიდით რატომ მიდიან ქართველი ხელოვანები მოსკოვში სამღერადო?
ზუსტად 25 თებერვალს ნინო ანანიაშვილი რუსეთში, მოსკოვში, დიდ თეატრში იცეკვებს!
ის სადაა ქმარი ქმარი? თვითონ ძლივს რომ გააგდებინეს რუსეთის პასპორტი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელიდან და სხვას ყველას რომ რუსეთის აგენტს ეძახის?
სად ხართ თქვენ რატო გაისუსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა დანარჩენი ყველა ჩასაქოლი?
ტფუი თქვენი.
პ.ს. უნდა იცეკვოს, ჩემი აზრი ესაა. მისი ცხოვრების და შემოქმედების უდიდესი ნაწილია რუსეთი, ეს სცენა და უნდა იცეკვოს''...