25 თებერვალი, 2016
ნინო ანანიაშვილი გასაბჭოების დღეს რუსეთში დიდი თეატრის სცენაზე იცეკვებს - ბალერინას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ
ნინო ანანიაშვილს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კრიტიკა დაატყდა თავს. ბალერინა 25 თებერვალს მოსკოვში დიდ თეატრის სცენაზე გამართულ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

ნინო ანანიაშვილი 1981 წელს დიდი თეატრის ჯგუფში მიიღეს, სადაც მისი მასწავლებელი ლეგნენდარული მოცეკვავე რაისა სტრუჩკოვა იყო.

2016 წლის 25 თებერვალს მოსკოვში რაისა სტრუჩკოვას 90-ე წლისთავი აღინიშნება, რომელშიც ნინო ანანიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

მას ჩემს  მეორე დედად ვთვლი და სხვაგვარად არ შემეძლო მოვქცეულიყავიო, ამბობს ნინო.

გასაბჭოების დღეს მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობა ქართულ სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა.

''ნინო ანანიაშვილი, მოსკოვში!!! დიდი თეატრის სცენაზე რომ აპირებს ცეკვას და თან 25 თებერვალს!

"არ ვითრიოთ თმით" ???

ნუ გავლანძღოთ მაინც რააა

რატომ მოვდუნდით, FB ხო მშვიდობაა ჩვენს თავს???

ვაი, ვაიიი...

ანუ ეს მოსკოვი "ხან ცუდია, ხან კაია, მაია პლისეცკაია ? "...

ორმაგი სტანდარტები მეთქიიი, თორე მე რა, ბოლოს მოსკოვში 2000 წელს ვიყავი მგონი.

ბალერინას კრიტიკას შეუერთდა ბაკურ ბაკურაძეც:

''ჰე! ნაცხროვა სად ხართ? რატომ არ აკეთებთ კომენტარს?

წივილ-კივილი რომ გაგიდით რატომ მიდიან ქართველი ხელოვანები მოსკოვში სამღერადო?

ზუსტად 25 თებერვალს ნინო ანანიაშვილი რუსეთში, მოსკოვში, დიდ თეატრში იცეკვებს!

ის სადაა ქმარი ქმარი? თვითონ ძლივს რომ გააგდებინეს რუსეთის პასპორტი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელიდან და სხვას ყველას რომ რუსეთის აგენტს ეძახის?

სად ხართ თქვენ რატო გაისუსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა დანარჩენი ყველა ჩასაქოლი?

ტფუი თქვენი.

პ.ს. უნდა იცეკვოს, ჩემი აზრი ესაა. მისი ცხოვრების და შემოქმედების უდიდესი ნაწილია რუსეთი, ეს სცენა და უნდა იცეკვოს''...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კატო
ეს რუსეთის სპეციალური იდეოლოგიური ჩანაფიქრია . სხვა რიცხვში არ შეეძლოთ იუბილის მოწყობა?
11:47 / 27-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ir ina
ანანიაშვილი მიდის რაისა სტრუჩკოვას იუბილეზე,რომელიც დაემთხვა გასაბჭოების დღეს,დიახაც,უნდა წავიდეს.
18:47 / 25-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გოგო
სხვა დღე რომ იყოს შეილება, რამე სხვა დღესასწაული, მაგრამ გასაბჭოების დღე და რუსეთი ერთად მეტისმეტია. პრინციპის საკითხია ნამდვილად. ნუ წახვალთ ქალბატონო ნინო.
16:36 / 25-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS