24 თებერვალი, 2016
გიორგი სანაია დღეს 41 წლის გახდებოდა - როგორ იხსენებს შვილი მამასთან ურთიერთობას
24 თებერვალს ჟურნალისტ გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ის 41 წლის გახდებოდა. ჟურნალისტის ვაჟი სანდრო სანაია მამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ამბავს იხსენებს, რომელიც მამას ახსენებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩემი დაბადების დღეა, დღეს, 24 თებერვალს, 41 წლის გახდებოდა.

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისია პირადად ჩემთვის.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ ერთადერთი მოგონება ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში და მუდმივად ეს მაქვს გასახსენებლად:

დილა იყო, ჩვენს იმდროინდელ, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, ტელევიზორი ახალი შეძენილი
გვქონდა. მე, ტრადიციულად, "ნიკოლოდეონს" ვუყურებდი - ზუსტად მახსოვს, "котопес" გადიოდა, მულტფილმი - მას ეძინა.

როგორც კი გამოიღვიძა, ეგრევე მთხოვა, საინფორმაციოზე გადამერთო, მე, რა თქმა უნდა, მტკიცე უარით გავისტუმრე, თუმცა მან იცოდა ჩემი სუსტი წერტილი და მითხრა, თუ ახლა გადამირთავ, საღამოს "მაკდონალდსში" წაგიყვანო.

ვერ გავუძელი ცდუნებას და გადავულოცე ჩვენი პირველი ფერადი ტელევიზორი.

ამით იწყება და მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, რომელიც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება.

Society, you're a crazy breed
I hope you're not lonely without me
Society, crazy indeed
I hope you're not lonely without me" - წერს სანდრო სანაია.
გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ "ღამის კურიერი".

2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ.

გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკურ ინტრიგები უნდა ყოფილიყო.

მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი, სანდრო.

Ratingგიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელაკო
ნათელში იყოს მისი სული ძალიან განვიცადეთ ყველა ჩემს გარშემომყოფმა გიორგის გარდაცვალების ამბავი. რა ამბავი იყო შოკში იყო ყველა ასეთი საუკეთესო ჟურნალისტი როგორ გაიმეტეს.:(
13:05 / 25-02-2016
გამოხმაურება / 0 /
maiaM
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა.მახსოვს ბავშვი ვიყავი და მე და ჩემმა დამ ძალიან ბევრი ვიტირთ.ხალხი იყო შოკში და ჩემს ოჯახის ცევრებმა ძალიან განიცადეს ეს ამბავი...
20:53 / 24-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS