23 თებერვალი, 2016
ნუკა კვალიაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდება
მეორე ფეხმძიმობას ნუკი დიდი სიხარულით შეხვდა
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მალე მეორე შვილის დედა გახდება. ფეისბუქის წყალობით ცნობილი ხდება, რომ ნუკა მეორე შვილს ალექსანდრეს არქმევს.

''ჰოოდაა, მეორე ბიჭის დედა ვხდები ივლისის ბოლოს, ლუკა და ალექსანდრე, ვოტ ტაკ''. წერს ნუკა.

მომღერალს სოციალურ ქსელში უკვე ულოცავენ ორი ბიჭის დედობას.

მეორე ფეხმძიმობას ნუკი დიდი სიხარულით შეხვდა, რამდენიმე ხნის წინ წერდა, რომ არც ეგონა ისეთი ნებისყოფა ქონდა, რადგან სიგარეტზე ყავაზე და ღამის თენებაზე უპრობლემოდ თქვა უარი.

ნუკის პირველი ორსულობა პრესის
ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ''საქართველოს ვარსკვლავში'' მონაწილეობდა. მაშინ ნუკის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე.

მეორე ორსულობის დროს მომღერლის ფეისბუქსტატუსმა, ეჭვი გააჩინა, რომ მეუღლეს შორდებოდა. ''ადამიანებს შორის როდესაც საერთო არ არის გარდა რაღაცა ფილმის ყურებისა. საერთო არ არის საუბარში გარდა პრობლემებისა, საერთო არ არის არაფერში და შენ საერთოდ სხვაგან ხარ ის საერთოდ სხვაგან არის, შენი ინტერესები მისთვის უინტერესოა და ა.შ. ასეთი ადამიანი უნდა გაუშვა, გინდა ახლობელი გინდა მეგობარი გინდა მეორე ნახევარი.

ისევ იმიტომ რომ შენ ნახავ ადამიანს, რომელიც შენს ნათქვამ წინადადებას უცებ ის დააბოლებს. ვინც გაუშვი, ის ადამიანიც ანალოგიურად იპოვის ეგეთ ადამიანს და იქნება ყველაფერი კარგად.

პ.ს ასეთი კითხვა ბევრს დაებადება: რა ვქნა, რომ შევეჩვიე და ვერ ვუშვებ? მაგაზე არის პასუხი: თუ გიყვარს შენი თავი და ის ადამიანი და ხედავ, რომ შეუთავსებლობამ ორივეს გავნოთ და ესე გრძელდება.

მაგას ჯობია, როგორმე გადაეჩვიო და ცოტა იწვალო, ვიდრე სულ იწვალო იმის ფიქრით, რომ შენი არ ესმის და ვერ გიგებს''..., წერდა ნუკი, თუმცა მოგვიანებით ნუკიმ განმატება გააკეთა, რომ მეუღლეს ამ სტატუსში არ გულისხმობდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მია
ვულოცავ!!ძალიან ლამაზი და მაგარი გოგოა,სიცილი და კარგი განწყობა ძალიან უხდება და მეტ პოზიტივს გისურვებ ცხოვრებაში..
11:41 / 26-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS