პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელშიც დეტალურად იყო გადმოცემული სამხილები და მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, მაგდა პაპიძის დედისა და დის ჩვენებები, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს. პირველ რიგში, მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია გამოეხმაურა ამ განცხადებას:

"მე, ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა, გავეცანი მთელ ონფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა, ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის ლანა პაპიძის ჩვენებებს, კერძოდ: ''ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა ''...
მე დედა მაგდა
პაპიძის, ვაცხადებ რომ ეს ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს) არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას. ასევე ავღნიშნავ ჩემი შვილის ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები. რაც შეეხება ჩემი შვილის მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ ''დღიურს'', მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნისა, პროკურატურის მხრიდან, აღვნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს. ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს! ლია შამუგია".
ამ ამბებს სოციალურ ქსელში და მედიაში ასევე აქტიურად ეხმაურება მაგდას და - ლანა პაპიძე. დედა-შვილის ფოტოებს, რომლებსაც ლანა ავრცელებს, ასეთი წარწერები აქვს:
იხილეთ სრულად