19 თებერვალი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდა პაპიძეს იცავს? - ''გადავწყვიტეთ, რომ მკველელია?''
სულაც არ ვიცი მოკლა თუ არა ქმარ-შვილი
მას შემდეგ რაც პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმე გაასაჯაროვა, ფეისბუქზე ამ უმძიმეს მკვლელობასთან დაკავშირებით არ წყდება კომენტარები. მათ შორის განსხვავებული აზრი გამოთქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

''გადავწყვიტეთ, რომ მაგდა პაპიძე მკველელია? ისე გადავწყვიტეთ, როგორც გვჩვევია! არ ველოდებით სასამართლოს, "მთავარია" პროკურატურა რას იტყვის.

არ გეგონოთ, ვიცავ. სულაც არ ვიცი მოკლა თუ არა ქმარ-შვილი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მკვლელია. საშიში მკვლელი. რადგან, საზოგადეობრივი განაჩენი ხშირად ჩარტყმულ უროზე მძიმეა! იქნებ შევიცვალოთ ბოლოს
და ბოლოს!'', წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტეო
რამ გაგაბოროტათ ხალხო ასეეეეეეეეეე
01:38 / 22-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იმხელა ღვარძლი და ბოროტება ჩანს თითოეულ კომენტარში,შიში მიპყრობს,ჯერ არავინ იცის სიმართლე და ადამიანი ჩავქოლეთ,ასე რამ გაგვაბოროტა.უდიდესი სისასტიკე ჩაიდინა ,ვინც ჩაიდინა,მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისი განკითხის უფლება,დაიოკეთ ხალხო ბოროტი ემოციები.....
16:11 / 21-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ჟუჟუნა
რავა ყველა ყველაფერში კომპეტენტურია,რავა ყველა ჭკუას ირიგება.
13:43 / 21-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა
ნუ ბოდავ ნანუკა, მაგ ქალმა აგიარა ქმარ_შვილის მკვლელობა.ვის აქვს პაპიძის ინტერესი,დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
23:21 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ფრთხილად, ფრთები არ ამოგივიდეს ნანუკა !
11:56 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS