მამუკა გამყრელიძე:
"დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღე ყოფილა. ერთი მხრიდან გაისმის : რა დედამ გშობა ასეთი ქველი ? მეორე მხრიდან : რა დედამ გშობა ასეთი გველი? პრინციპში, ორივე სიმართლეა. არის ეს კაცი ქველმოქმედი და ვერაფერს იტყვი. მერე რა რომ ახლა უკან იბრუნებს დახარჯულს ? გველიც ალბათ არის, რადგან უდავს მისივე მეგობრები უწოდებენ და მგონი
გიხაროდენ ერო! დღეს ქველი გველის დაბადების დღეა "
ნინო ჯღარკავა: ჟურნალისტი
„მადლიერი ვართ ბატონო ბიძინა,დაბადების დღეს გილოცავთ!“
დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე ოჯახური ფოტო აიტვირთა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და ბერასთან ერთადაა. ოჯახურმა სელფმა უამრავი მოწონება და მილოცა დაიმსახურა.
„რა კარგი ფოტოააა, ღმერთმა გაგახაროთ“
„უფალმა დაგლოცოთ, მადლობა იმ სიკეთისთვის რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. იხარეთ და იდღეგრძელეთ, ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში“.
დიდი ხნის განმავლობაში ბიზნესმენი საჯარო გამოსვლებს და ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებდა. ბიძინა ივანიშვილისთვის ფოტოს გადაღება ჟურნლისტებისთვის მიუწვდომელ ექსკლუზივად რჩებოდა. ამჯერად კი სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა ყოფილი პრემიერის სელფი.