ქეთას თმა დახვეული აქვს და მისი ვარცხნილბა ფაფახს მოგაგონებთ. ''ოჰო, პუდელივით ხარ'', ''საოცრად გიხდება'', ''ლამაზი გოგო ხარ'', წერენ ქეთას რუსი ფანები.
კომენტარებში ჩანს, რომ ქეთა რუს მაყურებელს ძალიან უყვარს.
მომღერალი ხშირადაა რუსული მუსიკალური არხების სტუმარი.
ვალენტინობის დღეს ერთ-ერთ მუსიკალურ არხზე ''რუ ტვ''-ზე, ქეთა სტუმრად მიიწვიეს, სადაც მან მეუღელსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
ქეთამ გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ
ქეთას პოპულარობა რუსეთში სულ უფრო მეტად რომ მატულობს, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე საათის წინ დადებულ ფოტოს, სადაც ის ახალი იმიჯითაა, 20 000-ზე მეტი მოწონება აქვს.
ქეთა თოფურია ინსტაგრამზევე აქვეყნებს რვა თვის გოგონას ფოტოებს, მაგრამ ძველებურად სხვანასხვა ნაკლეიკით უფარავს სახეს.
ეს ფაქტი კი მის რუს თაყვანისმცემლებს ძალიან არ მოსწონთ. წერენ, თუ ფოტოებს აქვეყნებს, ან მთლიანად ჩანდეს გოგონა, სახის დამალვას კი ჯობია, საერთოდ არ გამოაქვეყნოს. მაგრამ ასეთი კომენტარები ქეთას არ აღელვებს და გადაწყვეტილებას არ ცვლის.
ბედნიერი დედა რვა თვის ოლივიას ფოტოებს ძველებურად აქვეყნებს და მისი სახის თაყვანისმცემლებისთვის ჩვენებას არ ჩქარობს.
ოლივიას ფოტოებს 30 000-ზე მეტი მოწონება აქვს.