17 თებერვალი, 2016
"ზუსტად ესაა ჩემი უზარმაზარი სიყვარული, რომელსაც შენ ჩემი თვალებიდან ხედავ და არა სტატუსებიდან!" - ნინი წიკლაურის ემოციური მიძღვნა ბებოს
შენ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები
ნინი წიკლაურისა და მისი ბებოს დიდი სიყვარულის შესახებ ალბათ ყველამ იცის. არაერთხელ გამოუხატავს ეს ინტერვიუებში და აღუნიშნავს, რომ მას მერე, რაც დედამისი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ, პრაქტიკულად ბებიამ გაზარდა. "

ბებიაჩემმა იმდენი ჩადო ჩემს გაზრდაში, სწავლა-განათლებაში, იმხელა წვლილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში და იმხელა ყურადღებას მაქცევდა, რომ დანაკლისი არ მქონია, დედა სამუშაოდ იყო წასული და ამ ფაქტს შეგუებული ვიყავი, დანარჩენი რაც დედას უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, ბებომ ყველაფერი გამიკეთა", - თქვა
ერთ-ერთ ინტერვიუში. შემდეგ, პროექტ "ერთი ერთში" მონაწილეობისას ნინის ბებო ცუდად იყო და ამის გამო იმდენი ინერვიულა, პროექტის დატოვებასაც აპირებდა. ეს ემოციური პოსტი მიუძღვნა მაშინ ბებოს: 

"შენ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები და როგორ ერთი წუთი ვერ ვიცხოვრებ უშენოდ, ალბათ არასოდეს გახდებოდი ცუდად... შენით ვსუნთქავ და გთხოვ, მასუნთქე და გთხოვ, ნუ გამიუბედურებ არსებობას... არასოდეს წახვიდე!" იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
444
გაიხარე მაგ ლამაზი სიტყვებისათვის. გაუფრთხილდეთ ხალხნო საყვარელ ადამიანებს, სანამ ჩვენს გვერდით არიან.
10:30 / 18-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS