16 თებერვალი, 2016
რას საქმიანობენ ლევან ვასაძის ოჯახის წევრები - ოჯახური ფოტოები და საინტერესო დეტალები
ბიზნესმენი ლევან ვასაძე უკვე წლებია, საქართველოში მოღვაწეობს და თავისი გამონათქვამებით, ცხოვრების წესით, სტატუსით, საქმიანობით საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მის შესახებ ვიცით, რომ 45 წლისაა. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სოროსის სახელთან ასოცირებულ "საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში" მოღვაწეობდა. მოგვიანებით ამავე ფონდიდან მოხვდა აშშ-ში და ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

ამერიკაში საქმეები კარგად მისდიოდა, სამსახური იშოვა, ბიზნესი წამოიწყო და მოქალაქეობაც მიიღო. თუმცა, მაინც უკან დაბრუნება გადაწყვიტა - არა თბილისში, არამედ მოსკოვში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
დასავლური განათლებით სამსახური
მალევე იშოვა ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. მალე გამოიჩინა საქმიანი ალღო და საუკეთესო მენეჯერებს შორის ასახელებდნენ. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა.
mshoblebi
საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ განაგრძო ცხოვრება, ბიზნესსაქმიანობა, პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი აზრების გამოთქმა და ა.შ. აქვე, კიკეთში გაიხსნა მისი სკოლა, რომელშიც სხვა ბავშვებთან ერთად მისი შვილებიც სწავლობენ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS