14 თებერვალი, 2016
ჟურნალისტის ემოციური მიმართვა მიშა მესხს - „ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში“
მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელით მსახიობ მიშა მესხს მიმართავს.

"მიშა მომითაგეთ რა მესხი. მიშა გამარჯობა! მე მაგდა ვარ. ისეთი არავინ. არც მიცნობ. ალბათ, გკიდია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც. მთელი საზოგადოება გკიდია და ეს დასკვნაც აქედან გამოვიტანე, რომ მე არ ვიქნები ის პირველი ადამიანი, ვინც რაიმე საინტერესოს იტყვის შენზე.

მე არ გიცნობ. არ ვიცი როგორი ხარ და რა შეხედულებები გაქვს. არც ის ვიცი დედაშენი როგორი ქალია. რას ნიშნავს საერთოდ შენთვის მისი არსებობა ამ ქვეყნიერებაზე.
არაფერი არ ვიცი.
Rating
ამ ფოტოზე კი მე და დედა ვართ. ეტლით კი ნათიაა. ჩემი ნათლული, ამაზეც დავწერ ოღონდ ჯერ დედაჩემზე მოგიყვები.

ეს ქალი, რომელიც დედაჩემია და რომელსაც უკვე მეორედ მაგინებ, ზედმეტი ინფორმაციისთვის, რომ იცოდე გმირია! სამ წლამდე ვუყურებდი თვალებში. ბოლოს არც მახსოვს როგორი გამოხედვით მიღიმოდა.სამი წლიდან დღემდე დედაჩემი წელში გამართული და თავ აწეული მიდგას გვერდში და ცდილობს ყოველ დღე გამზარდოს. მასწავლის თუ როგორები ვართ ადამიანები და როგორი უნდა ვიყო მე.

მიშა! დედას თვალებიდან ვარსკვლავები ამოსდის, როცა ბედნიერია. იცი ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ?რთული ოპერაციები, საშინელი საზოგადოება, ჩემი დეპრესიები, ბოლოს უმამობა, უქმრობა და ასე შემდეგ.13 წლის ვიყავი მამა, რომ დამეღუპა. მე თბილისში ვსწავლობდი. მალე ჩემი დაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში.დედა უმუშევარი დარჩა და თვალებში ვარსკვლავებიც ნელნელა უქრებოდა. მხოლოდ ჩემი პენსია გვქონდა.არ მახსოვს ეს 60 ლარი იყო თუ 70. სადღაც ას ლარამდე მერყეობდა. სკოლაც დავამთავრე, მუსიკალურიც, ჩემმა დაიკომ უნივერსიტეტიც და დღეს ორივე ვმუშაობთ.

დედას კი ხშირად ამოსდიან თვალებში ვარსკვლავები მიშა! ერთი წამით არ მივუტოვებივართ დედას.არც მაშინ მიმატოვა როცა მშობლების 80 პროცენტი ან იქნებ უფრო ცოტაც მიატოვებდა შვილს. მიდის დედა და მხრებით მიმათრევს. გიყვები ძალიან მსუბუქ და ცოტა ამბავს.

ეს გოგონა კი როგორც გითხარი ნათიაა. ჩემი ნათლული. სამი წლის იყო ბებიამ რომ მიატოვა და სენაკის ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. შვიდი წლის იყო პირველად ჩემმა მეზობელმა რომ იშვილა და თელავში ჩამოიყვანეს. იცი რა პატარა და მოუვლელი იყო? პირველად რომ ტელევიზორი დაინახა ყუთი ეგონა. ჩაურთეს და გული წაუვიდა ადამიანებს რა უნდათ ყუთშიო. შეეშინდა.ოთხი წლის მანძილზე ისე არ ჩამოვიდოდი თბილისიდან, რომ არ მენახა და არ მეთამაშა მასთან.

მერე მისი დედობილი იზა დეიდა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ერთი ბიჭი ყავდა. ნათიას ისევ უკან აბრუნებდნენ, როცა დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გადმოეყვანათ და ნათიას ადამიანური ცხოვრება გაეგრძელებინა. 2005 წლის 13 მარტს დედაჩემი სხვისი შვილის დედა გახდა და ზუსტად ერთ თვეში 2005 წლის 13 აპრილს მამა გარდამეცვალა. ნათიამ მეოთხედ დაკარგა მშობელი. პირველად საკუთარი დედა და მამა, მერე იზა დეიდა და ბოლოს მამაჩემი. ცხრა წელი ერთად ვიცხოვრეთ და ახლა დუშეთში ცხოვრობს თავშესაფარში. ეს სახელმწიფო პროგრამა იყო და კანონმა ასე მოითხოვა. დედაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ნათიასთან და ჩვენთანაც ხშირად ჩამოგვყავს. მოვნათლეთ და მისი ნათლიებიც გავხდით.

მიშა! დედაჩემი მზესავით თბილი და მზისგან განსხვავებით ერთგულია. დედა არასდროს ქრება და არასდროს იმალება, არსად. მზე კი ხშირად ჩადის ღრუბლებში. მიშა! დედაჩემი, ჩემი ღმერთია.

ხვალ ამ პოსტს რომ ნახავს მეტყვის, თავი დაანებე ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ნერვებს რატომ იშლიო. როცა ოსკარზე გეძინა მიშა, გავბრაზდი, მაგრამ ხუმრობით ბევრი კომენტარიც დაგიწერე და პოსტიც მეწერა რამდენჯერმე.

გამოხვედი და დედა გვაგინე. ეკა ხოფერიას შოუ იყო კარგად მახსოვს. შენ ჩემი ვარსკვლავთვალებიანი დედა შემაგინე, მაშინ, როცა მე ბედნიერებით სავსე ვადევნებდი თვალყურს ოსკარის ამბებს და შენ, რომელსაც გული ამოვარდნაზე უნდა გქონოდა გეძინა.

ნანუკას შოუში სანამ გნახავდი იქამდე ჩემი აზრი დავაფიქსირე. დიახაც! არ მომეწონა ის რაც მოხდა და არც არასდროს არ მივესალმები ამას. გამოხვედი და კიდე გვაგინე. ბოდიში მხოლოდ იმ ადამიანებს მოუხადე, ვისიც ყველაზე მეტად შეგრცხვა. ეს იყო ოჯახის წევრები და ის ახალგაზრდები, ვისაც მოწონხარ და გბაძავენ.მე მაგდა ბეჟანიშვილი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც შენი ოჯახის წევრი და არა როგორც შენი მომწონებელი და არა როგორც შენი მომბაძველი, მოვითხოვ ერთი უბრალო გაუზრდელი და გათავხედებული მიშა მესხისგან ბოდიშს!

მიშა! ჩახედე დედაშენს თვალებში და საკუთარ თავს შეეკითხე. ბოლოს როდის ამოუვიდნენ დედაშენს თვალებიდან ვარსკვლავები და ბოლოს როდის დაითვალე დედაშენის სახეზე ღიმილები.

იმაზე დიდი ნარკოტიკი რა უნდა იყოს, როცა ვენებში კი არ გაუშვებ ფულს, არამედ გამოხვალ და ერთი პატარის სიცოცხლეს გადაარჩენ, რომელიც ღმერთმა იცის ახლაც სიცოცხლეს ებრძვის.

იმაზე დიდი კაიფი რა უნდა იყოს, როცა იმ ფულით რასაც სხეულის დასამახინჯებლად და სულის წასაბილწად ხარჯავ, წახვიდე და დედას ყვავილები და ლამაზი ნივთები შეუძინო უფრო მეტი ვარსკვლავებისთვის, მიშა!კაცი ხარ, და ნემსების კეთებას ჯერ ქალის დაფასება უნდა გესწავლა, მე ასე ვფიქრობ.

ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში.

დაუთვალე მზის სხივები გულიდან ღიმილებში რომ ამოსდის და თუ კიდე მოგიტრიალდა ენა, მაშინ ჰაერის ღირსიც აღარ ყოფილხარ.

წარმატებას და გამოჯანმრთელებას გისურვებ! კაი ტიპობა ქალის ღიმილებია მიშა. დედის გინება კი არაკაცობა!" - წერს ბეჟანიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მაია
მესხისნაირები მართლა ვერ გაიგებენ და არც დაინტერესდებიან, მაგრამ ზოგიერთს რომ მიწვდა გულის სიღრმეში ეს ძალიან კარგი სტატია, ესე ძალიან კარგია,ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,რომ მიშა მესხი სამარცხვინო პიროვნებაა არ ვიამაყებ იმ ფილმებით, სადაც ის თამაშობს...მიუხედავად ყველაფრისა, ეს სტატია კი სულაც არ არის მეტიჩრობა,მე-ერთი რიგითი ქართველი კი შენით ვამაყობ, ჩემო მაგდა!
16:09 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მირა
მარი-ს. ილიკო სუხიშვილზე რა მოტივით უნდა დაწეროს? მე არ მახსენდება, რომ ილიკოს ეკრანიდან ეგინებიბოს ხალხი. შენ თუ გახსენდება, იქნებ ჩვენც გაგვახსენო.
16:02 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თენგო
ეს სტატია მიშა მესხის მსგავს ადამიანებს არასოდეს დააინტერესებს, რადგან კომპლექსი აქვთ და ჩაკეტილები არიან. მათი აზრით, მთელი სამყარო უპირისპირდებათ და 'ჭკუის დამრიგებლებს" მუდმივად აგინებენ და აიგნორებენ. ასე რომ, ამ ქალბატონსაც იგივე ელის. ისე, თბილი სტატიაა.
13:50 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა სამწუხაროა კარგო ადამიანო,რომ შენი ადრესატი ვერ გაიგებს შენი წერილის შინაარსს! იმდენად მაღალია მისი დეგრადირების ხარისხი...იგი ამორალურმა საზოგადოებამ შვა და კვებავს დღემდე...
12:17 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ვარსკვლავები შენ, კარგო ახალგაზრდავ!
11:32 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
1
რა მეტიჩრობა იყო ახლა ეს?!
11:24 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო ნ.
მაგრად მრცხვენია. მეც ხშირად ვიგინები. პატიებას ვთხოვ ყველა დედას. მადლობას გიხდით თქვენ, ნინა, სოფო, მაგდა. თქვენ შემოგევლეთ სიყვარულისთვის.
11:14 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაგდას
გაიხარე შვილო, ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი, ადამიანი ჯერ ადამიანია და მერე მსახიობი, "მეძინა, ხომ არ ჩავიფსიო"-ეს რომ თქვა სულ დამეკარგა შეხედულება მიშა მესხზე, ეს არის უკულტურობის, უზრდელობის და უწიგნურობის გამოხატულება, კარგი იქნება თუ მიხვდება და ბოდიშს მოიხდის. შენმა გამზრდელმა უნდა იამაყოს შენით.
10:38 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თელაველი
მიხაააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მართალია ეს გოგო!!!
09:42 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
Nana
Ra magrad aris datseril,kochag magda! Mesxisnairebma deda,da,tsoli da bevri sxva rame rom itsodnen am doneze ar daetsemodnen.dedis gineba zustad egetebs Miachniat katsobad da mati gamzrdeli dedebi ar metsodebian ar arian shetsodebis girsi.
03:05 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS