ასეთი ბედი ეწია ირაკლი კუტალაძესაც, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არავინ იცოდა. რუსეთში მცხოვრები, თავის დროზე წარმატებული წყალბურთელი ახალგაზრდის მშობლები, ქართველ რძალზე ოცნებობდნენ - როგორ ჩანს, პოპულარულზეც.
ამის შესახებ, თითქმის ყველა სატელევიზიო ინტერვიუში ეკითხებოდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ირაკლი კუტალაძე. რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველით, როგორც ამბობდნენ, ადვილად მოიხიბლა კახიანების ოჯახი. ნიშნობა და ქორწილი ორ თვეში შედგა. მათზე ბევრს საუბრობდნენ, ყველგან წერდნენ…
კუტალაძე-ბადურაშვილის წყვილი ჟურნალების გარეკანიდან არ ჩამოდიოდა მათი რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც. ორ თვეში ნინი სამშობლოში დაბრუნდა. ირაკლი რუსეთში დარჩა, საბოლოოდ კი როგორ განვითარდა მოვლენები, მთელმა საქართველომ იცის.
დღეს კი, ერთი წლის წინ უცნობი ირაკლი კუტალაძე, ყვითელი პრესის ყველაზე გემრიელ საკბილოდ იქცა. მასზე თითქმის ყოველდღე წერენ. ხან ტყუილს, ხანაც მართალს. თუმცა ფაქტია, რომ მისი წარსული და აწყმო ყველას აინტერესებს.
ირაკლი ყოველდღე სტუმრობს მოსკოვში საკუთარ კოქტეილ ბარს და სხვადასხვა გოგონებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. შვილის სანახავად ჯერჯერობით საქართველოში არ ჩამოსულა.
სკანდალური განცხადებების შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია. კუტალაძის მშვიდი ცხოვრება, ხანმოკლე ქორწინების შემდეგ დაირღვა. ამ ფოტოზე, უცნაური ვარცხნილობით, ირაკლი წლების წინ, წყალბურთელობის დროს არის გადაღებული.
სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის




















